თხუთმეტი წლის ოლივერ ტეიტს ცხოვრებაში გარდამტეხი პერიოდი უდგას. ის დარწმუნებულია, რომ მამამისი დეპრესიაშია და დედა კაპოეირას მასწავლებელთან აბამს რომანს. ოლივერს მისია აქვს: მან მშობლების ქორწინება უნდა გადაარჩინოს. ამას ისიც ემატება, რომ ოლივერის ცხოვრებაში ჯორდანა ბივენი, პირომანიაკი შეყვარებული ჩნდება. პირველი სექსისა და საატესტატო გამოცდებისთვის მზადება კი ბევრ დროსა და ენერგიას მოითხოვს.