ბავშვის აღზრდა რთულია: ხშირად პატარები არ გვისმენენ, ჭირვეულობენ, ნივთებს აქეთ-იქით ყრიან, უარს ამბობენ ჭამაზე… ამით ისინი სამყაროს შეცნობას და მასში თავიანთი ადგილის პოვნას ცდილობენ.
დოქტორი მარია მონტესორი ბავშვებს წლების განმავლობაში აკვირდებოდა და შეიმუშავა განათლების ტრადიციული სისტემისგან განსხვავებული მეთოდი, რომელიც პატარებს სწავლის ბუნებრივ სურვილს აღუძრავს.
წიგნში შეხვდებით ხუთ პრინციპს, რომლებიც დაგეხმარებათ, პატარას გაუღვივოთ ცნობისმოყვარეობა, ხელი შეუწყოთ მისი მრავალმხრივი ინტერესების განვითარებას და მოაწყოთ სივრცე მონტესორის სტილით. ნახავთ, როგორ განუვითაროთ ბავშვს თანამშრომლობის უნარი და დაუწესოთ საზღვრები სიყვარულით; შეძლებთ, მონტესორის პრინციპები თქვენს ყოველდღიურობას მოარგოთ.
ამ წიგნის მეშვეობით შეიტყობთ, როგორ გახდეთ უფრო ყურადღებიანი და მზრუნველი მშობელი, რომელსაც შეუძლია, იცხოვროს აწმყოში, გაუმკლავდეს ტანტრუმსა და პრობლემურ ქცევას ყოველგვარი ქრთამის, მუქარისა და სასჯელის გარეშე; მშობელი, რომელსაც შეუძლია იქცეს ბავშვის გზამკვლევად და რომელსაც განვითარების თითოეული ეტაპის პატარასთან ერთად გავლა გულწრფელ სიხარულს ჰგვრის.
ნათელი, ფერადი ილუსტრაციებით სავსე ეს მშვენიერი წიგნი სრულყოფილად გამოხატავს მონტესორის სისტემის უმთავრეს ფასეულობებს.
მთარგმნელი: ნინი ჩაკვეტაძე