მთარგმნელი: ციცო ხოცუაშვილი
ლუიზა მეი ოლკოტის „პატარა ქალები“ გამოსვლის დღიდან წიგნის მაღაზიების თაროებზეა, როგორც კლასიკური ამერიკული ლიტერატურის ნიმუში. 50-ზე მეტ ენაზე თარგმნილი რომანი XXI საუკუნეშიც აქტუალურია, რადგან გვიყვება სოციალური სამართლიანობის, ქალთა უფლებების, მეგობრობისა და ოჯახის მნიშვნელობაზე. მარჩების ოჯახის სიხარული და ტკივილი მრავალი თაობის მკითხველმა მიიტანა გულთან. რომანის პირველი ნაწილი მწერალმა ასეთი სიტყვებით დაასრულა: „აქ ფარდა ეშვება და მეგს, ჯოს, ბუთსა და ემის ფარავს. კვლავ აიხდება იგი თუ არა, იმაზეა დამოკიდებული, როგორ მიიღებენ პირველ მოქმედებას ოჯახური დრამისა, სახელწოდებით „პატარა ქალები“. მკითხველის სიყვარულმა და ინტერესმა მწერალს რომანის გაგრძელება დააწერინა, რომელმაც დღის სინათლე 1869 წელს იხილა. რომანის მეორე ნაწილს ზოგ გამოცემაში „კარგი ცოლები“ ჰქვია. წინა წიგნში მოთხრობილი მოვლენებიდან სამი წელია გასული. რომანის მეორე ნაწილში კვლავ მარჩების ოჯახსა და მათ მეგობრებს ხვდება მკითხველი, გაიცნობს ახალ პერსონაჟებსაც. იმ წელიწადს ბევრი მოვლენა ხდება – სასიხარულოცა და სამწუხაროც, ისევე როგორც ნამდვილ ცხოვრებაში.