„ზოგჯერ ცოტა უცნაურად კი იქცევიან, მაგრამ, საერთოდ, წესიერი ხალხია.“
სნუსმუმრიკი გაზაფხულის სიმღერას იგონებს, ტყის ციცქნა არსება კი სახელის დარქმევას სთხოვს;
ტუუტიკი უჩინარ ბავშვს მოუყვანს მუმინებს; ფილიფიონკას კატასტროფის ეშინია;
მუმინტროლი ციცქნა გველეშაპს იპოვის…
„უჩინარი ბავშვი“ მუმინების სერიის ერთადერთი წიგნია, რომელიც მოთხრობებს აერთიანებს.
ფინელი მხატვარი და მწერალი ტუვე იანსონი 25 წლის განმავლობაში ქმნიდა მუმინების სამყაროს.
მუმინების ხეობაში სიყვარულით, მზრუნველობითა და თანაგრძნობით მასპინძლობენ ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ არსებებს – სნორკებს, ჰემულებს, ფილიფიონკებსა თუ მიმლებს და ყველაზე უჩვეულო, უკარება, მარტოსულ სტუმარსაც კი თავს შინ აგრძნობინებენ.
ტუვე იანსონის უმთავრეს ადამიანურ ღირებულებებზე აგებული მსოფლმხედველობა მთელ მსოფლიოში მილიონობით მკითხველს ხიბლავს.
მთარგმნელი: ბაკურ სულაკაური