ვერც ქალბატონი კრეპოვა და ვერც მისი ძვირფასი ძმისშვილი სტასი ვერასდროს იფიქრებდნენ, რომ მათ პაწაწა ბინას თავშესაფრის მაძიებელი ოცდათექვსმეტი მოზრდილი და ექვსი პატარა კატა მიადგებოდა.
ალბათ, არც თქვენ გინახავთ ამდენი კრუტუნა არსება ერთად… აბა, კატებით სავსე ავტობუსი წარმოიდგინეთ, ან კატების დიდი ჯგუფი საბავშვო ბაღში, ან თუნდაც კატებით გადავსებული კლასი…
ბევრია? რა თქმა უნდა, ბევრია! სამაგიეროდ – ბრბო არაა, არც ხროვაა, არც ჯოგი და არც ბანდა. საზოგადოებაა! და მისი თითოეული წევრი განუმეორებელია.