ამ წიგნში მოთხრობილი 33 მოკლე, გონებამახვილური ამბავი ანბანზე დალაგებული ქართული ხალხური ანდაზების მორალს ეფუძნება. საგანგებოდ შერჩეული ანდაზების მიხედვით შეთხზულ არაკებში, რომლებიც ძირითადად დამრიგებლური ხასიათისაა, დაგმობილია ადამიანური მანკიერებანი: სიჯიუტე, ამპარტავნება, უმეცრება, უსაქმურობა, სიცრუე… და, პირიქით, შექებულია სიმამაცე, სიბრძნე, გულკეთილობა, სამართლიანობა…