ამ წიგნში თავმოყრილია სოფიო შამანიდის კვლევები, რომლებშიც ავტორი ანტიკური პერსონაჟების ლიტერატურულ სახეცვლილებებს განიხილავს. „აუტანელი ქალები“ და „აუტანელი კაცები“ რამდენიმე გამორჩეულ ანტიკურ პერსონაჟს (მათ შორის, მედეას, კლიტემნესტრას, ელენეს, აგამემნონს, ოდისევსს და ა.შ.) თავიანთ პარტნიორებთან ურთიერთობის თვალსაზრისით წარმოაჩენს და ასევე გვიჩვენებს, როგორ შეიცვალა დროთა განმავლობაში ამ პერსონაჟების მიმართ სხვა ავტორთა თუ კრიტიკოსთა დამოკიდებულება.
ავტორმა ფილოლოგიური ტექსტები ისეთი სახით წარმოგვიდგინა, რომ წიგნი საინტერესო საკითხავია არა მხოლოდ ფილოლოგებისთვის, არამედ ყველასთვის, ვისაც ქალისა და კაცის ლიტერატურული ურთიერთობები აინტერესებს.