მთარგმნელი: თინა ბატიაშვილი
ერთ ჩვეულებრივ დღეს, ბავშვთა ფსიქიატრი დევიდ როხასი ახალ პაციენტს გაიცნობს. ეს საქმე მაშინვე იქცევა მისი კარიერის ყველაზე უჩვეულო შემთხვევად.
პოლიციის მიერ ნაპოვნი ბიჭი არ ლაპარაკობს, არ ჭამს. ვერ ეგუება სინათლეს. გარშემო მისთვის ყველაფერი უცხო და უჩვეულოა.
ფსიქიატრი მიზნად დაისახავს, დაკარგული ბავშვის საიდუმლო ამოხსნას. მის მიერ ძლივს ნათქვამი რამდენიმე სიტყვით, ლაბირინთიდან გასასვლელი რუკის შედგენას იწყებს.
თანამედროვე ესპანური საბავშვო ლიტერატურის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენლის, ჯორდი სიერა ფაბრას ეს მოთხრობა, ისეთ სამყაროში შემავალ კარს გვიხსნის, რომლის შეღებასაც არასდროს მოვინდომებდით, რადგან არ გვინდა ვაღიაროთ, რომ მის მიღმა მართლაც არსებობს რაღაც.