ბლუზი და როკი სამყაროში დიდი ხმაურით შემოიჭრა და მსოფლიოში არ დარჩენილა ადგილი, სადაც მას თავისებური გავლენა არ მოუხდენია. გამონაკლისი არც საბჭოთა კავშირი იყო – რკინის ფარდის მიღმა არსებულ სივრცეში როკმუსიკას ნამდვილი შოკის ეფექტი ჰქონდა. მუსიკას, რომელიც ყოველთვის თავისუფლებასთან ასოცირდებოდა და რომელსაც შეზღუდვის მოყვარული ქვეყნის ხელისუფლება ყოველთვის ეჭვის თვალით უყურებდა, ორმაგი ინტერესით ელტვოდნენ საბჭოელი ახალგაზრდები, შემდგომ კი უკვე – დამოუკიდებელი ქვეყნის შვილები