მთარგმნელი: ნინო ჩაკვეტაძე
„ღმერთო, აქ ხარ? მე ვარ, მარგარეტი. დღეს სხვაგან გადავდივართ. იცი, როგორ მეშინია?! სხვაგან არასდროს მიცხოვრია. ახალი
სკოლა რომ არ მომეწონოს? ან პირიქით, მე რომ არავის მოვეწონო? გთხოვ, ღმერთო, დამეხმარე, რა. ისე ქენი, რომ ნიუ-ჯერსი მთლად საშინელებაც არ იყოს. გმადლობ.“
ასე იწყება ჯუდი ბლუმის საკულტო წიგნი, რომელშიც გამორჩეულად საყვარელ გოგონას, მარგარეტ საიმონს გაიცნობთ. სასწავლო წლის დაწყებამდე სულ ცოტა ხნით ადრე მარგარეტს დიდი მოულოდნელობა ატყდება თავს – მისი ოჯახი საცხოვრებლად ნიუ-იორკიდან ნიუ-ჯერსიში გადადის. რაც იმას ნიშნავს, რომ მას ახალ სკოლასა და მეგობრებთან შეგუება მოუწევს, ეს კი არც ისე ადვილია, როცა თითქმის თორმეტი წლის ხარ.
ეს მხიარული, სიკეთით სავსე წიგნი ნებისმიერი ასაკის მკითხველს მოხიბლავს და აუცილებლად მოჰგვრის ღიმილს