„ქარი, ამწევი ფარდის“ ზაირა არსენიშვილის მოთხრობების კრებულია. მასში თავმოყრილია ყველაფერი, რასაც ავტორი განიცდიდა მთელი თავისი შეგნებული ცხოვრების მანძილზე. ის თვითმხილველთა მონათხრობს იწერდა (ან თვითონ იყო ამა თუ იმ ამბის შემსწრე), შემდეგ კი მხატვრულ სახეს აძლევდა და მოთხრობებად აქცევდა მათ.
ამ მოთხრობებში ისმის გამოძახილი გლობალური, მსოფლიო მასშტაბის ისტორიული მოვლენებისა, რომლებიც საქართველოს ქალაქებსა თუ პატარა სოფლებსაც სწვდებოდა. აქ მეტ-ნაკლები სიძლიერითაა ნაჩვენები მეოცე საუკუნის რუსეთში ბოლშევიკების გამარჯვების შედეგები, რევოლუციის შემდგომი მოვლენები, უმძიმესი 30-იანი წლები, მეორე მსოფლიო ომი თუ ხალხის ცხოვრება ომის შემდეგ.