„ქუჩის მოჩხუბრის ჩანაწერები“ საავადმყოფოს ლოგინს მიჯაჭვული, მორიგი ცემა-ტყეპის დროს ხელფეხდალეწილი შუახნის მამაკაცის დღიურია. სასიკვდილოდ განწირული გმირის მიერ გულახდილად მოთხრობილი ამბები იმდენად შემზარავია, რომ ოდესმე ალბათ ყველას გამოგონილი მოეჩვენება, მაგრამ ჩვენთვის – XX-XXI საუკუნეების გასაყარზე მცხოვრები ქართველებისთვის – ყოველი ისტორია რეალობის ნაწილი იყო და არის