თარგმნა პაატა ჯავახიშვილმა
„მე, ტიტუბა… შავკანიანი ალქაჯი სეილემიდან“ მარის კონდეს 1968 წელს გამოქვეყნებული რომანია, რომელიც ისტორიის ფურცლებზე მხოლოდ ორიოდე სიტყვით შემორჩენილი შავკანიანი მონის, ტიტუბას ცხოვრებას გვიყვება.
კონდე მწერლის ფანტაზიით ავრცობს მე-17 საუკუნეში, მასაჩუსეტსის შტატის სოფელ სეილემში ალქაჯებზე ნადირობის ისტორიულ მოვლენებს და
ძალაუფლების თემებს ისე აანალიზებს, რომ დღესაც აქტუალურ საკითხებს კრიტიკულად ეხმიანება.
ავტორის შესახებ:
„მე კვლავაც მარის კონდე ვარ: შავკანიანი, ქალი, კარიბელი და მუდამ ასეთად დავრჩები“. 89 წლის მწერლის ეს სიტყვები საუკეთესოდ აღწერს არა მხოლოდ მის პიროვნებას, არამედ შემოქმედებასაც. კარიბის ზღვაში მდებარე საფრანგეთის კუნძულ გვადალუპაზე დაბადებული მარის კონდე ყოველთვის ინტერესდებოდა რასიზმის, სექსიზმისა და კოლონიალიზმის გავლენის შედეგებით, რაც, საბოლოოდ, თავის შემოქმედებაში გააცოცხლა და მსოფლიო ლიტერატურაში წარუშლელი კვალიც დატოვა.
მწერლობისა და პოლიტიკური აქტივიზმის გვერდით შთამბეჭდავია კონდეს სამეცნიერო კარიერაც კოლუმბიის, კალიფორნიის, ბერკლის, სორბონის, ვირჯინიისა და მსოფლიოს სხვადასხვა წამყვან უნივერსიტეტებში შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მიმართულებით.