„…„ამ ზამთარს აქ აღარ გავჩერდები“, ფიქრობს ლელა და რკინის კიბეზე მომდგარ მზეს ეფიცხება. ვანოს რომ მოკლავს, თავის გამზადებულ ჩანთას აიღებს და წავა. შეიძლება ლოტკინზე ავიდეს, ძველ ინტერნატელებთან… იქ ციგნები არიან, ზოგს იცნობს, შეიძლება იმათთან გაჩერდეს ცოტა ხანს… შეიძლება იანა მოძებნოს მარჯანიშვილზე. ბოლო-ბოლო, ვაგზალზე გავა და მატარებელს გაჰყვება დასავლეთისკენ. ბათუმში ჩასვლაც შეიძლება…“
„მსხლების მინდორი“ ნანა ექვთიმიშვილის პირველი რომანია, რომელიც პირველად 2015 წელს გამოიცა, 2021 წელს კი რომანმა საერთაშორისო აღიარება მოიპოვა: მოხვდა ბუკერის გრძელ სიაში და იბიარდის მოკლე სიაში. რომანი თარგმნილია ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ და ესპანურ ენებზე და იგეგმება მისი სხვა ენებზე გამოცემაც