კოკა ქამუშაძის მეორე რომანი „ვეფხისტყაოსნის“ უკუწერის პოსტმოდერნისტული მცდელობაა.
აქ ყველაფერია, რაც პირველწყაროში მკითხველს იზიდავს – დიდი სიყვარული, ერთგული მეგობრობა, თავდადებული ბრძოლა და უჩვეულო თავგადასავალი. თუმცა, რამდენად შესაძლებელია თანამედროვე ადამიანი მიუწვდომელ მაგალითად დარჩეს? უყვარდეს, მაგრამ არ უღალატოს; ემეგობროს, მაგრამ არ აწყენინოს; გასცეს, მაგრამ არ წაართვას.
კოკა ქამუშაძე ამ კითხვებზე პასუხების საძებნელად მკითხველს პერსონაჟებთან ერთად ფანტასტიკურ სამყაროში ამოგზაურებს.