„სპილოს მოგზაურობა“ სარამაგუს ერთ-ერთი ბოლო რომანია. ავტორი ევროპაში სპილოს პირველად გამოჩენის ამბავს აღწერს. ის პორტუგალიის მეფემ ავსტრიის ერცჰერცოგს საქორწინო საჩუქრად მიართვა.
ლისაბონიდან ვენამდე გზა რთულია და გრძელი. მოგზაურობა სავსეა თავგადასავლებით. სპილო სულეიმანი და მისი მომვლელი გზად არაერთ უცნაურ ადამიანს გადაეყრებიან.
ევროპაში სპილო აქამდე ჯერ არავის ენახა. სულეიმანის (სოლომონის) გამოჩენამ ხალხი ისე აღაფრთოვანა, რომ ეს გაოცება ისტორიულმა წყაროებმაც შემოინახა.
სარამაგუ ჩვეული სტილით მოგვითხრობს ამბავს. მისი მსუბუქი იუმორი და ირონია მოგზაურებას მეტად საინტერესოს ხდის