თარგმანი როგორც შემოქმედება – კრებული მთარგმნელს, მეცნიერსა და პედაგოგს, დალი ფანჯიკიძეს ეძღვნება. მასში თავმოყრილია ოცდაათამდე ავტორის სხვადასხვა დროს გამოქვეყნებული წერილები დალი ფანჯიკიძის მთარგმნელობითი, სამეცნიერო თუ პედაგოგიური საქმიანობის შესახებ, ასევე – პირადი მოგონებებიც.
„მხატვრული თარგმანი ფილოლოგიურ შრომასთან შერწყმული შემოქმედებაა“, – ასე აფასებდა დალი ფანჯიკიძე მთარგმნელობით საქმიანობას.
როგორი გამოწვევების წინაშე დგება მთარგმნელი წიგნზე მუშაობისას და როგორ უმკლავდება წარმოქმნილ პრობლემებს – სწორედ ამ კითხვების პასუხებს ამოიკითხავთ წიგნში „თარგმანი როგორც შემოქმედება“