100% სუფთა მიკრონიზებული გლუტამინის ფხვნილი ვარჯიშის შემდეგ კუნთის აღდგენისთვის და იმუნური სისტემის გაუმჯობესებისთვის. გლუტამინი არის ამინომჟავა, რომელიც ყველაზე უხვად არსებობს კუნთოვან ქსოვილში, თუმცა ვარჯიშის და ინტენსიური დატვირთვების დროს მისი რაოდენობა საგრძნობლად მცირდება, რაც იწვევს კუნთის კატაბოლურ რეაქციებს, ანუ მის დაშლას. გლუტამინის საკვებდანამატის სახით მიღება, ვარჯიშის შემდეგ დაგეხმარებათ მის აღდგენაში.