applied nutrition - Hair, Skin and nails - პროფესიონალურად შერჩეული და დაბალანსებული პროდუქტია თქვენი კანის, თმებისა და ფრჩხილების სიძლიერისთვის. იგი შეიცავს ვიტამინებისა და მინერალებს სრულ კომპლექსს (თან საკმაოდ მაღალი დოზებით), რომლებიც პირდაპირ თუ ირიბად, მონაწილეობენ კანის, თმისა და ფრჩხილების სტრუქტურის ჩამოყალიბებასა და ოპტიმალური მდგომარეობის შენარჩუნებაში.
Collagen არის ცილა, რომელიც პასუხისმგებელია მათ სიჯანსაღეზე. იგი ამცირებს ნაოჭებს და მნიშვნელოვან როლს ასრულებს ახალგაზრდული გარეგნობისა და სუფთა სახის კანის შენარჩუნებში. კოლაგენი მნიშვნელოვნად დაგეხმარებათ თმის სტრუქტურის გაძლიერებაში, ფრჩხილებისა და კბილების გამაგრებაში.
Hyaluronic acid - ჰიალურონის მჟავა ცნობილია, როგორც მრავალი კრემისა და ლოსიონის ინგრედიენტი. თუმცა, ბევრად უფრო ეფექტური გამოსავალია მისი მიღება დანამატის სახით, რადგან კონცენტრაცია გაცილებით მეტია დანამატში. ჰიალურონის მჟავა დანამატის სახით არის ნუტრიკოსმეტიკა, ანუ კოსმეტიკა კაფსულებში. იგი ხელს უწყობს კანის სათანადო დატენიანების შენარჩუნებას, რითაც აუმჯობესებს მის გარეგნობას და ამცირებს ნაოჭების რისკს.
Zinc - უმნიშნელოვანესი მინერალია, რომელიც მონაწილეობს ორგანიზმში მიმდინარე 300-მდე ბიო-ქიმიურ პროცესში, მათ შორის კოლაგენის ცილის სინთეზში. მისი დეფიციტის ნიშნებია, სუსტი და მსხვრევადი თმა და ფრჩხილები, უხეში და გამომშრალი კანი. მისი მიღება აუცილებელია ყოველი ადამიანისათვის.
Selenium - სელენი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჩვენი იმუნური სისტემის ჯანმრთელობაში. ეს ანტიოქსიდანტი ხელს უწყობს ორგანიზმში ჟანგვითი სტრესის შემცირებას, რაც ამცირებს ანთებით პროცესებს, აძლიერებს იმუნიტეტს და ანელებს დაბერების პროცესს.
Ashwagandha არის ძლიერი ადაპტოგენი რომელიც ეხმარება ორგანიზმს სტრესულ სიტუაციებთან ადაპტირებაში, იგი ამცირებს სტრესის ჰორმონს - კორტიზოლს. მომატებული კორტიზოლი იწვევს ორგანიზმის დაჩქარებულ ცვეთას და დაბერებას, ხოლო მისი შემცირება აუმჯობესებს სხეულის საერთო მდგომარეობას.
ALA (ალფა ლიპოის მჟავა) გამოირჩევა ანტიოქსიდანტური ეფექტით, გარდა თავისუფალი რადიკალების ბლოკირების ფუნქციისა, ხელს უწყობს ორგანიზმიდან ტოქსინების განდევნას. რაც ძალზედ სასარგებლოა დეტოქსიკაციისა და უჯრედების დაცვის თვალსაზრისით.
Biotin -. ბიოტინი დიდ გავლენას ახდენს ჩვენი კანის, თმისა და ფრჩხილების ხარისხზე. ის ხელს უშლის არა მხოლოდ თმის ცვენას, არამედ გაჭაღარავებასაც. ბიოტინის ყოველდღიური გამოყენება უზრუნველყოფს თმის სტრუქტურის გაუმჯობესებას, ამაგრებს თმას, მატებს ბზინვარებას და ხელს უშლის თმის ცვენას. მისი გამოყენებით, ფრჩხილის ფირფიტის მდგომარეობის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება დაფიქსირდა ადამიანებში, რომლებიც ებრძვიან მტვრევადი ფრჩხილების პრობლემას. ბიოტინის დამატება ასევე ხელს უშლის ზედმეტად ცხიმიან კანს, ატენიანებს და აღადგენს ეპიდერმისს და ხელს უწყობს ჭრილობების შეხორცებას.
applied nutrition - Hair, Skin and nails - ის ძირითადი თვისებები და მახასიათებლები:
ატენიანებს და არბილებს კანს
აუმჯობესებს კანის გარეგნობას
იცავს მას აკნესა და სხვა დაავედებებისაგან
ხელს უშლის ნაოჭების გაჩენას
აძლიერებს თმის ძირებს და ღეროებს
მატებს მას სიმყარეს და ბზინვარებას
კვებას და აძლიერებს ფრჩხილებს
იაცავს მათ მსხვრევისა და დაზიანებისაგან
ხელს უწყობს კოლაგენის ბოჭკოების წარმოქმნას,
გამოყენების მეთოდი
მიიღეთ 1 პორცია (2 კაფსულა) დღეში წყალთან ერთად საკვების მიღების შემდეგ
გაფრთხილება
არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას. ორსულებმა და მეძუძურმა დედებმა პრეპარატის გამოყენებამდე უნდა მიმართონ ექიმს. არ მიირთვათ თუ ალერგიული ხართ პროდუქტის რომელიმე ინგრედიენტზე.