ადამიანის ორგანიზმი შეიცავს მინერალებს, რომელთაც ელექტროლიტებს უწოდებენ. ელექტროლიტებს სასიცოცხლო მნიშვნელობა გააჩნიათ, რამეთუ აქტიურად მონაწილეობენ გულის, ტვინის, კუნთების, ნერვული და საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციონირებაში.
როდესაც ინტენსიურად ვარჯიშობთ და თქვენი ორგანიზმი გამოყოფს ოფლს, ელექტროლიტების დონე საგრძნობლად მცირდება, ამიტომ მნიშვნელოვანია მათი მიღება და ბალანსის აღდგენა. applied nutrition - Hydration+-ს გამოყენება იდეალური საშუალებაა ყველა საჭირო ელექტროლიტისა და ვიტამინის მისაღებად, ფიზიკური დატვირთვების პარალელურად.
applied nutrition - Hydration+ აერთიანებს 5 ყველაზე მნიშვნელოვანი სახის ელექტროლიტს:
Magnesium (მაგნიუმი)-ჩართულია ორგანიზმში ასობით ბიოქიმიურ რეაქციაში .ხელს უწყობს კუნთებისა და ნერვების ფუნქციონირებასა და ენერგიის მეტაბოლიზმს.
Calcium (კალციუმი)-ხელს უწყობს ძვლისა და კბილების ჯანმრთელობას და გაძლიერებას , ასევე ეხმარება გულს და ნერვებს სწორ ფუნქციონერებაში.
Sodium (ნატრიუმი)- მნიშვნელოვან როლს ასრულებს ორგანიზმში უჯრედების გარეთ არსებული სითხეების რეგულირებაში, სითხის სწორი ბალანსის დაცვა მნიშვნელოვანია ნებისმიერი ფიზიკური აქტივობის შესრულებისთვის, რადგან ის გავლენას ახდენს როგორც კუნთების შეკუმშვასზე ასევე ნერვულ იმპულსებზე. ინტენსიური ვარჯიშის დროს, ნატრიუმი იხარჯება ყველაზე მაღალი რაოდენობით და თუ ბალანსს არ აღადგენთ ამან შეიძლება გამოიწვიოს კუნთების კრუნჩხვები და მოქნილობის დაკარგვა.
Potassium (კალიუმი)- მოქმედებს, როგორც სითხის მთავარ რეგულატორი სხეულის უჯრედებში და მნიშვნელოვნად აძლიერებს ინტენსიური ვარჯიშის შესრულებისშესრულების უნარს. კალიუმი ასევე გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს კუნთების კრუნჩხვების თავიდან ასაცილებლად ნატრიუმთან ერთად და ორგანიზმს ეხმარება გლიკოგენის დონის აღდგენაში ვარჯიშების შემდეგ.
Chloride (ქლორიდი)-ხელს უწყობს კუნთების ელასტიურობასა და მოძრაობას და არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელექტროლიტი სისხლში. არეგულირებს სითხის რაოდენობას თქვენი უჯრედების შიგნით და გარეთ.
applied nutrition - Hydration+ ასევე დამატებული აქვს ც და ბ-ჯგუფის ვიტამინები. იმუნური ფუნქციის, ენერგიის გამომუშავებისა და საერთო ჯანმრთელობის მხარდასაჭერად.
დატენიანების მაქსიმალური ეფექტისათვის გამდიდრებულია: ქოქოსის წყლის ფხვნილით, ტაურინით , Aquamin™ და ირლანდიური ზღვის ხავსის ექსტრაქტით.
ირლანდიური ზღვის ხავსი შეიცავს სხვადასხვა ვიტამინებსა და მინერალებს, მათ შორის იოდს, კალციუმს, კალიუმს, მაგნიუმს, გოგირდს და რკინას. ის ასევე არის ვიტამინების A, E, F და K, ასევე B ვიტამინების კარგი წყარო.
Aquamin არის ბუნებრივი, მრავალ მინერალური ინგრედიენტი, მიღებული წითელი ზღვის წყალმცენარეების სახეობის Lithothamnion calcareum-ისგან, რომელიც გვხვდება ისლანდიისა და ირლანდიის სანაპიროების ხელუხლებელ წყლებში. ის მდიდარია კალციუმით, მაგნიუმით და 72 სხვა კვალი მინერალით.
ტაურინი მნიშვნელოვან როლს ასრულებს უჯრედის მემბრანის სტაბილიზაციაში და კალციუმის ბალანსის მართვაში. ამდენად, ის ხელს უწყობს ენერგიის ეფექტურ გამოყენებასა და უჯრედში წყლის დონის ნორმალიზაციას.
ქოქოსის წყლის ფხვნილი მდიდარია ელექტროლიტებით, როგორიცაა კალიუმი, მაგნიუმი, ნატრიუმი და კალციუმი, რაც ხელს უწყობს სათანადო ჰიდრატაციის დონის შენარჩუნებას, რაც მას შესანიშნავ არჩევანს ხდის რეჰიდრატაციისთვის ვარჯიშის ან ავადმყოფობის შემდეგ.
რეკომენდირებული გამოყენება
გახსენით ერთი კოვზი (8 გრამი) 250-500 მლ წყალში და მიიღეთ ვარჯიშის წინ, ვარჯიშის დროს ან ვარჯიშის შემდეგ.
გაფრთხილება
თუ ხართ 18 წლამდე ასაკის, ორსული ან გაქვთ ლაქტაციის პერიოდი, თუ რაიმე სამედიცინო მდგომარეობის დიაგნოზი გაქვთ ან იყენებთ მედიკამენტებს, არ გამოიყენოთ ექიმთან კონსულტაციის გარეშე. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას. საკვებდანამატები უნდა იყოს ჯანსაღი მრავალფეროვანი დიეტის ნაწილი.