JNX SPORTS - The Shadow Pre-Workout გამორჩეული ენერგეტიკია, რომელიც დიდი მოწონებით სარგებლობს მოვარჯიშეთა შორის. მიუხედავდ იმისა რომ ეს ენერგეტიკი არ გამოირჩევა კომპონენტების განსაკუთრებით მაღალი დოზირებებით, მისი ეფექტურობის საიდუმლო დაბალანსებული, სინერგიულად მოქმედი ინგრედინეტებია.
პროდუქტში შეავალი 3 მნიშვნელოვანი კომპლექსი განაპირობებს მის ეფექტურობასა და სწრაფად შეგრძნებად შედეგს.
კუნთების გამაძლიერებელი კომპლექსი გვთავაზობს ბეტა-ალანინის, ტაურინისა და ლეიცინის კომბინაციას. რაც გვეხმარება ვარჯიშის დროს ძალისა და კუნთის გამძლეობის მატებაში.
ფამფის გამაძლიერებელი კომპლექსი შედგება ამინომჟავა ციტრულინისა და ბეტაინისაგან. ეს ამინომჟავები მონაწილეობენ ცილისა და კრეატინის სინთეზში, აფართოებენ სისხლძარღვებს, აძლიერებენ სისხლის ცირკულაციას და ზრდიან მასში ჟანგბადის მიწოდებას. ვარჯიშის წინ მისი მიღება ზრდის ფამფის ეფექტს, გამძლეობას და ძალას. იდეალურია კუნთოვანი მასის მატებისთვის.
კონცნტრაციისა და გონებრივი შესაძლებლობების ზრდას კი თიროზინის, კოფეინისა და ზეთისხილის ფოთლის ექსტრაქტის მეცნიერულად დამუშავებული დოზირებები უზრუნველყოფენ.
JNX SPORTS - The Shadow Pre-Workout-ის ძირითადი თვისებები და მახასიათებლები:
- აფხიზლებს ორგანიზმს
- მატებს ძალას და ენერგიას
- არის ძლიერი ენერგეტიკი
- აუმჯობესებს გამძლეობას
- ამაღლებს კუნთების შრომისუნარიანობას
- აძლიერებს ფამფს
- ამაღლებს ფოკუსსა და კონებრივ კონცენტრაციას
- აქვს სასიამოვნო გემო და კარგი ხსნადობა
- დამზადებულია ამერიკაში
მიღების წესი და დოზირება:
გახსენით 1 პორცია (1 პაკეტი) 200-250 მლ წყალში და მიიღეთ ვარჯიშამდე 30 წუთით ადრე. მიიღეთ ძილამდე მინიმუმ 4-5 საათით ადრე. 24 საათში არ მიიღოთ 2 პორციაზე მეტი.
გაფრთხილება:
თუ ხართ 18 წლამდე ასაკის, ორსული ან გაქვთ ლაქტაციის პერიოდი, თუ რაიმე სამედიცინო მდგომარეობის დიაგნოზი გაქვთ ან იყენებთ მედიკამენტებს, არ გამოიყენოთ ექიმთან კონსულტაციის გარეშე. არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დოზას. საკვები დანამატები უნდა იყოს ჯანსაღი და მრავალფეროვანი დიეტის ნაწილი.