Swanson - Milk Thistle, Dandelion & Yellow Dock არის მცენარეული დანამატი, რომელიც შექმნილია ღვიძლის დეტოქსიკაციისა და მისი ფუნქციის აღდგენისათვის. მისი მიღება ზრდის ღვიძლის სიცოცხლისუნარიანობას და აუმჯობესებს მის ფუნქციებს, განსაკუთრებით უკვე ცეროზით, ჰეპატიტით, ღვიძლის გაცხიმოვნებითა და სხვა პათოლოგიებით დაზიანებული ღვიძლის შემთხვევაში. გარდა ამისა ხელს უწყობს ნაღვლის გამომუშავებას, რაც მნიშვნელოვანია ცხიმების სწორად მონელებისთვის. მის შემადგენლობაში შედის შემდეგი კომპონენტები:
Milk Thistle - შეიცავს აქტიურ ნაერთს სილიმარინს, რომელიც იცავს ღვიძლის უჯრედებს ტოქსინების ზემოქმედებისგან და ხელს უწყობს ღვიძლის რეგენერაციას.
Dandelion - ცნობილია მისი შარდმდენი ეფექტით, რაც ეხმარება ორგანიზმს ტოქსინების მოცილებაში და აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელ სისტემას.
Yellow Dock - მდიდარია რკინითა და მინერალებით, ხელს უწყობს სისხლის გაწმენდას და კანის ჯანმრთელობის გაუმჯობესებას.
Swanson - Milk Thistle, Dandelion & Yellow Dock რეკომენდირებულია მათთვის:
- ვინც ხშირად იღებს მედიკამენტებს და აქვს ღვიძლის გადატვირთვა (მაგ.წამლების ან ალკოჰოლის გამო)
- ადამიანებისთვის, ვისაც უჭირთ საჭმლის მონელება ან აქვთ ცხიმების გადამუშავების პრობლემა
- ვისაც სურს დეტოქსიკაციის კურსის გავლა
- კანის პრობლემების მქონე პირებისთვის, რომლებიც დაკავშირებულია ტოქსინების დაგროვებასთან
Swanson - Milk Thistle Dandelion & Yellow Dock - ის ძირითადი თვისებები და მახასიათებლები:
- აუმჯობესებს ღვიძლის ფუნქციას
- იცავს მას დაზიანებისაგან
- ამცირებს ღვიძლის გაცხიმოვნებას
- აქვს ანტიოქსიდანტური მოქმედება
- აუმჯობესებს თირკმლისა და ნაღვლის მუშაობას
- აუმჯობესებს კანის მდგომარეობას და უბრუნებს მას ბუნებრივ ფერს
- აღადგენს ცეროზითა და ჰეპატიტით დაზიანებულ უჯრედებს
რეკომენდირებული გამოყენება:
მიიღეთ 2 კაფსულა დღეში 2-ჯერ. საკვების მიღების შემდეგ წყალთან ერთად. საუკეთესო შედეგისთვის მოერიდეთ არაჯანსაღ საკვებს, განსაკუთრებით ტრანს-ცხიმებს.
გაფრთხილება:
თუ ხართ 18 წლამდე ასაკის, ორსული ან გაქვთ ლაქტაციის პერიოდი, თუ რაიმე სამედიცინო მდგომარეობის დიაგნოზი გაქვთ ან იყენებთ მედიკამენტებს, არ გამოიყენოთ ექიმთან კონსულტაციის გარეშე. არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დოზას. საკვები დანამატები უნდა იყოს ჯანსაღი და მრავალფეროვანი დიეტის ნაწილი.