LEVRONE ANABOLIC FLEX - მართლაც რომ ერთერთი საუკეთესო სახსრების მკვებავი დანამატია საკვები დანამატების ინდუსტრიაში. ამის განმაპირობებელი სამი მთავარი ფაქტორია. პირველი, პროდუქტი შეიცავს 17 დასახელების კომპონენტს, ვიტამინებს, მინერალებს, მცენარეულ ექსტრაქტებს, ბუნებრივ დანამატებს, რომელთა ეფექტურობა და საჭიროება ხრტილოვან-სახსროვანი სისტემის გაჯანსაღებისთვის მეცნიერული კვლევებითაა დადასტურებული სამედიცინო სფეროში. მეორე ფაქტორი ესაა - შემავალი კომპონენტების ზუსტად შერჩეული დოზები და ფორმები, რომლებიც ერთერთი განმსაზღრელი ფაქტორია დანამატის ეფექტურობის. ხოლო, მესამე ფაქტორი კი - უმაღლესი ხარისხის ინგრედიენტებია, რომელსაც გვთავაზობს Kevin Levrone-ს ბრენდი. მოკლედ განვიხილოთ ამ დანამატში შემავალო კომპონენტები და მათი გავლენა დაზიანებულ ხრტილებსა და სახსრებზე: Glucosamine hydrochloride - არის საკვები დანამატი, რომელსაც შეუძლია შეაფერხოს დაზიანებული ხრტილის დაშლა ოსტეოართრიტის დროს. მას ორგანიზმი იყენებს როგორც სამშენებლო ბლოკს, სახსრების, მყესების და ხრტილების ქსოვილის ასაშენებლად. Chondroitin sulfate - გასნაკუთრებით ეფექტურია გლუკოზამინთან ერთად. ქონდროიტინი ხელს უწყობს ხრტილის სიჯანსაღეს შემაერთებელ ქსოვილში წყლის შეწოვით და უზრუნველყოფს სხეულის სამშენებლო ბლოკებს ახალი ხრტილის წარმოებისთვის. მას ასევე შეუძლია დაბლოკოს ფერმენტები, რომლებიც ანადგურებენ ხრტილს. Methylsulfonylmethane (MSM) - ლაბორატორიულმა კვლევებმა აჩვენა, რომ MSM-ს აქვს ანთების საწინააღმდეგო და ანტიოქსიდანტური ეფექტი. იგი არის ბუნებრივი გოგირდის წყარო, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს კოლაგენისა და გლუკოზამინის წარმოებაში. ასევე გამოიყენება ტკივილის, შეშუპების, კანის დაბერების, სახსრების ტკივილის და კანის ანთების დროს. Flaxseed Oil - სელის ზეთი. აქრობს ანთებით პროცესებს ოსტეოართრიტის დროს. Hyaluronic acid - ჰიალურონის მჟავა აღადგენს სინოვიალურ სითხეს სახსრებში და ამცირებს ძვლების ხახუნის შედეგად გამოწვეულ ტკივილს და დისკომფორტს. მცენარეული ექსტრაქტები (Ginger, Turmeric, Boswellia, Quercetin) - მხარდამჭერი კომპლექსი ხტრილების აღდგენისა და მათში ანთების შესამცირებლად. ვიტამინები და მინერალები (Calcium, Magnesium, D-vitamin, E-vitamin, Zinc, Selenium, Manganese) - ხელს უწყობენ ძვლოვანი სტრუქტურის აღდგენას, განახლებას. კვლევებით დადასტურებული ურთიერთთავსებადი კომპონენტები, რომლებიც აძლიერებენ ერთმანეთის ეფექტს.