Nature's Truth - Liposomal Melatonin 12mg – საუკეთესო არჩევანია მათთვის, ვისაც აწუხებს უძილობა, ჩაძინებისა და ძილის ხარისხის პრობლემა. ძილის დროისა და ხარისხის გაუმჯობესებით, პროდუქტი უზრუნველყოფს გონებრივ კომფორტს მთელი დღის განმავლობაში და დაღლილობის შემცირებას. მელატონინი არის ჰორმონი, რომელიც არეგულირებს ორგანიზმის ბიოლოგიურ საათს, პასუხს აგებს ჩვენი ძილის დროსა და ხარისხზე. მისი გამომუშავება დამოკიდებულია განათებაზე. ორგანიზმი ბუნებრივად გამოიმუშავებს მელატონინს ღამით, როდესაც განათება მაქსიმალურად შემცირებულია. თუმცა ღამით სიფხიზლისა და ძილის რეჟიმის დარღვევისას ამ ჰორმონის გამომუშავება მცირდება. ასევე ასაკის მატებასთან ერთად მისი ბუნებრივი წარმოება იკლებს. შესაბამისად ჩნდება ჩაძინებისა და ძილის ხარისხის პრობლემებიც. მელატონინის საკვები დანამატის სახით მიღება ასტიმულირებს მის ბუნებრივ გამომუშავებას და გვეხმარება ძილის ხარისხის გაუმჯობესებაში. გარდა ძილის ხარისხის გაუმჯობესებისა, მელატონინი წარმოადგენს ძლიერ ანტიოქსიდანტსაც. იგი ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების წარმომქნის რისკს და უზრუნველყოფს ხარისხიან დასვენებას. ამასთანავე იგი დადებითად მოქმედებს იმუნურ სისტემაზე და აძლიერებს მას. Nature's Truth - Liposomal Melatonin 12mg შექმნილია Liposomal ტექნოლოგიის გამოყენებით. ეს უახლესი ფორმა გამოიყენება საკვები დანამატებისა და მედიკამენტების ეფექტურობის გასაუმჯობესებლად. ლიპოსომები მცირე ბუშტუკებია, რომლებიც შედგება ლიპიდური მემბრანისგან და დამზადებულია იგივე მასალისგან, რასაც ჩვენი უჯრედების მემბრანა. ეს ტექნოლოგია აუმჯობესებს შეწოვას და ბიოშეღწევადობას, რადგან ლიპოსომები იცავენ აქტიურ ინგრედიენტებს ორგანიზმში დაშლისგან და ეფექტურად აწვდიან მათ უჯრედებს. მელატონინის შემთხვევაში, ლიპოსომური ფორმა უზრუნველყოფს უფრო სწრაფ და ხანგრძლივ ეფექტს, რაც ეხმარება ძილის ხარისხის გაუმჯობესებაში Nature's Truth - Liposomal Melatonin 12mg - ის ძირითადი თვისებები და მახასიათებლები: – აძლიერებს ძილის დროსა და ხარისხს – არის ძლიერი ანტიოქსიდანტი – დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძართვთა სისტემაზე – აძლიერებს იმუნურ სისტემას – უზრუნველყოფს სრულფასოვან დასვენებას და აღდგენას – 1 ტაბლტი შეიცავს 12 მილიგრამ მელატონინს მიღების წესი და დოზირება: მიიღეთ 1 აბი დაძინებამდე 30 წუთით ადრე.