Real Pharm – Kolagen+ არის ტაბლეტების სახით წარმოდგენილი საქონლის კოლაგენი.
კოლაგენი ადამიანის სხეულში ყველაზე დიდი რაოდენობით არსებული ცილაა, რომელიც გვხვდება ძვლებში, კუნთებში, კანში და მყესებში. ეს არის ნივთიერება, რომელიც კრავს და აერთიანებს სხეულის სხვადასხვა ნაწილებს. მისი ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაა კანის სტრუქტურის უზრუნველყოფა.
ასაკის მატებასთან ერთად ჩვენი ორგანიზმი ამცირებს კოლაგენის წარმოებას, იკლებს კანის ელასტიურობა, წარმოიქმნება ნაოჭები და სუსტდება ძვალ-სახსროვანი სისტემა. ამიტომაც აუცილებელია დროთა განმავლობაში ორგანიზმისათვის მეტი კოლაგენის მიწოდება.
აქტიური ფიზიკური დატვირთვის პირობებში, კოლაგენი აქტიურად მონაწილეობს ძვლების, სახსრებისა და მყესების ჯანმრთელობისა და სტრუქტურული სიძლიერის შენარჩუნებაში.
Kolagen+ მსხვილფეხა საქონლის კოლაგენთან ერთად, ასევე შეიცავს C და D3 ვიტამინებს. ისინი აძლიერებენ კოლაგენის ბუნებრივ წარმოქმნას ორგანიზმში და უზრუნველყოფენ მის ეფექტურ შეწოვასა და ათვისებას. დამატებით D ვიტამინი მხარს უჭერს ფოსფორისა და კალციუმის სწორად ათვისებას, რაც აძლიერებს ძვლების სიმტკიცესა და ჯანმრთელობას.
Real Pharm – Kolagen+-ის ძირითადი თვისებები და მახასიათებლები:
– აძლიერებს ძვალ-სახსროვან სისტემას
– აჯანსაღებს კანის, თმისა და ფრჩხილების სტრუქტურას
– ებრძვის ნაოჭებს
– მონაწილეობს შემაერთებელი ქსოვილების წარმოქმნაში
– მონაწილეობს კუნთოვანი მასის მშენებლობაში
– დამატებული აქვს C და D3 ვიტამინები
– აძლიერებს იმუნიტეტს
– აძლიერებს კოლაგენის ბინებრივ წარმოქმნას სხეულში