Dymatize – Elite Whey-ს თითოეული პორცია გვთავაზობს 25 გ მაღალხარისხიან, სწრაფად ათვისებად რძის შრატის ცილის კომპლექსს (რძის შრატის კონცენტრატით, რძის შრატის იზოლატი და შრატის პეპტიდები). ცილის ასეთი კომპლექსი, ამარაგებს კუნთებს ყველა საჭირო ამინომჟავით და წარმოადგენს ერთ-ერთი ყველაზე ეფექტურ საშუალებას თქვენი ფიტნეს მიზნების მისაღწევად. Elite Whey დამზადებულია ჯვარედინი მიკროფილტრაციის მეთოდით, რაც არის კუნთის ზრდისთვის საჭირო ცილის ისეთი მნიშვნელოვანი კომპონენტების შენარჩუნების გარანტია, როგორებიცაა: ალფა-ლაქტალბუმინი, ბეტა-ლაქტოგლობულინი, შრატის ალბუმინები და იმუნოგლობულინები. Dymatize®-ის პროტეინების ფორმულა შემუშავებულია უახლესი სამეცნიერო კვლევებზე დაფუძვნებით და გადის კვლევას როგორც სხვადასხვა უნივერსიტეტის ბაზაზე, ასევე ელიტარულ, პროფესიულურ ლაბორატორიებში. Dymatize-ის პროტეინები ყოველთვის მზადდება GMP და Sport Certified საწარმოებში, რაც ნიშნავს იმას, რომ ყველა ინგრედიენტი და საბოლოო პროდუქტი მკაცრად არის შემოწმებული და დადასტურებულად რომ არის სუფთა და უსაფრთხო. ისინი ასევე ტესტირებულია აკრძალულ ნივთიერებებზე და დამოწმებულია Informed-Choice® სერტიფიკატით. Dymatize – Elite Whey-ს ძირითადი თვისებები და მახასიათებლები: – ზრდის მშრალ კუნთოვან მასას – გამოირჩევა სწრაფი შეწოვით – მატებს ძალას და გამძლეობას – თითოეულ პორციაზე შეიცავს 6,1 გრამ BCAA-ს და 4,5 გრამ გლუტამინს – გამოირჩევა კარგი ხსნადობით – არ შეიცავს გლუტენს – დამზადებულია GMP სერტიფიცირებულ საწარმოში – არ შეიცავს აკრძალულ ნივთიერებებს და შემოწმებულია Informed-Choice®-ის მიერ