Nutrex – Isofit არის უძლიერესი შემადგენლობის მქონე, სუფთა შრატის იზოლატი. ჯვარედინი მიკროფილტრაციისა და სრულად ინსტანტიზების მეთოდით მიღებული 100% შრატის იზოლატი, დაგეხმარებათ სწრაფად და ეფექტურად მოიმატოთ მშრალი კუნთოვანი მასა. იგი შეიცავს ამინომჟავების ფართო სპექტრს და მათ შორის დიდი რაოდენობით Bcaa-ს (6 გრ თითოეულ პორციაზე). ეს ულტრა სუფთა პროტეინი არ შეიცავს ლაქტოზას და გლუტენს. იგი გამოირჩევა სასიამოვნო გემოთი და შეიცავს MCT ზეთის ფხვნილსა და ორგანულ ინულინის ბოჭკოს. Isofit თითოეულ პორციაზე გვთავაზობს 25 გრამ უმაღლესი ხარისხის ცილას, 1,5 გრამ ცხიმს, 2 გრამ ნახშირწყალს და 1 გრამზე ნაკლებ შაქარს. მისი მიღება შესაძლებელია როგორც წონის კლების, ასევე კუნთის მასის მატების დროს. Nutrex – Isofit-ის ძირითადი თვისებები და მახასიათებლები: - ზრდის მშრალ კუნთოვან მასას - უზრუნველყოფს სრულფასოვან აღდგენას - არის 100% იზოლატი - მიღებულია ჯვარედინი მიკროფილტრაციის ტექნოლოგიით - შეიცავს ამინომჟავების სრულ სპექტრს - შეიცავს MCT ზეთის ფხვნილსა და ორგანულ ინულინის ბოჭკოს - გამოირჩევა სასიამოვნო გემოთი და არომატით - არ შეიცავს ლაქტოზასა და გლუტენს