Nutrex – Liquid Carnitine 3000 არის სითხის სახით წარმოდგენილი, უძლიერესი შემადგენლობის L-კარნიტინი. L-კარნიტინი არის მთავარი ელემენტი ცხიმების დაშლის პროცესში. მისი ძირითადი მოვალეობაა თავისუფალი ცხიმოვანი მჟავების უჯრედის მიტოქონდრიამდე ტრანსპორტირება, სადაც იგი გადამუშავდება და საწვავად გარდაიქმნება. გარდა ცხიმის წვისა, L-კარნიტინი უზრუნველყოფს გულ-სისხლძარღვთა სისტემისა და ტვინის გამართულ ფუნქციონირებას. L- კარნიტინს აქვს პოზიტიური გავლენა ვარჯიშის ეფექტურობაზე. იგი აუმჯობესებს ენერგიის მეტაბოლიზმს, უზრუნველყოფს კუნთებს დამატებით მხარდაჭერას ფიზიკური აქტივობის დროს, მხარს უჭერს ვარჯიშის შემდგომ აღდგენას და შეუძლია აერობული შესაძლებლობების გაუმჯობესება. L- კარნიტინი დანამატების სახით აქტიურად გამოიყენება სპორტის სხვადასხვა სახეობებში – მაღალი წონებით ვარჯიშის და გამძლეობის ვარჯიშებიდან დაწყებული, აერობული ვარჯიშებით ან გუნდური თამაშებით დასრულებული. Liquid Carnitine 3000 გვთავაზობს L-კარნიტინის მაქსიმალურ დოზირებას და ამავდროულად არ შეიცავს ხელოვნურ ფერებსა და არომატიზატორებს. Nutrex – Liquid Carnitine 3000-ის ძირითადი თვისებები და მახასიათებლები: – შეიცავს L-კარნიტინის 3000 მგ – აძლიერებს ცხიმის წვას და ხელს უწყობს წონაში კლებას – ასწრაფებს მეტაბოლიზმს – მატებს ენერგიას და გამძლეობას – დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის და ტვინის მუშაობაზე – არის ძლიერი ანტიოქსიდანტი – წარმოდგენილია სითხის სახით და აქვს სასიამოვნო გემო – არ შეიცავს ხელოვნურ ფერებსა და არომატიზატორებს