Yeah Buddy Xtreme - ყველა სხვა ენერგეტიკისაგან გამორჩეული დანამატია, რაც მისი შემადგენლობის სპეციფიკიდან არის განპირობებული. მისი 1 პორციის დოზა სულ რაღაც 4.3 გრამია, მაგრამ ამან შეცდომაში არ უნდა შეგვიყვანოს. იგი არის ერთ-ერთი უძლიერესი ენერგეტიკი და თუ თქვენ პირველად იყენებთ მას, გირჩევთ პირევლ ჯერზე არ მიიღოთ მთლიანი პორცია. რა ხდის Yeah Buddy Xtreme ენერგეტიკს ასე გამორჩეულს? მოდით გავეცნოთ მის შემადგენელ კომპონენტებს: Choline Bitrate - არის წყალში ხსნადი ნაერთი, რომელიც სტრუქტურულად ბ-ჯგუფის ვიტამინებს ჰგავს, თუმცა მათ არ განეკუთვნება. იგი არის ტვინის მკვებავი, რომელიც პასუხისმეგებელია ნერვული სისტემისა და კუნთების კონტროლის გამართულ ფუნქციონირებაზე. სპორტში არსებობს ასეთი ფორმულა Mind-Muscle-Conection - ეს არის ტვინისა და კუნთების კავშირი, რომელიც არის ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორი კუნთის ზრდისა და ზოგადად მაქსიმლაური შედეგების მისაღწევად. სწორედ ამ კავშირის გამართულ, შეუფერხებელ მუშაობას უზრუნველყოფს ქოლინი. გარდა ამისა, იგი მონაწილეობს უჯრედების მემბრანების შექმნაში მთელს სხეულში, მათ შორის კუნთოვან ქსოვილშიც. Caffein Anhydrous - ბუნებრივი კოფეინი, რომელსაც მცენარეებიდან მოიპოვებენ შეიცავს წყლის მოლეკულებსაც, რომლებიც აბალანსებენ და გარკვეულწილად ანეიტრალებენ მის მოქმედებას. მეცნიერებმა ლაბორატორიული ჩარევით გამოათავისუფლეს წყალი კოფეინისგან და მიიღეს კოფეინის მაღალკონცენტრირებული ფორმა - anhydrous, ანუ უწყლო. კოფეინის ეს ფორმა ხასიათდება სწრაფი მოქმედებით. მიღებიდან რამდნეიმე წუთში უკვე დგება მისი ეფექტი, კერძოდ, ის ააქტიურებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას, აძლიერებს სისხლის მიწოდებას ტვინში და ზრდის ტვინის ფუნქცია-შესაძლებლობებს, რაც პირდაპირ აისახება ორაგნიზმის პროდუქტიულობასა და ენერგო-მაჩვენებელზე. Juniper berry - არის ღვიის კენკრის ექსტრაქტი, რომელსაც ახასიათებს კუნთების რელაქსაცია. იცავს რა მათ დაჭიმულობის, კრუნჩხვებისა და სპაზმებისაგან. ზრდის კუნთების მუშაობის რესურსს და გამძლეობას. Advantra Z - არის ციტრუსის, კერძოდ მწარე ფორთოხლის ექსტრაქტისგან მიღებული კომპონენტი, რომელიც შეიცავს აქტიურ ნივთიერებას სინეფრინს (synephrine). იგი ქმნის ძლიერ თერმოგენულ ეფექტს, რაც იწვევს ორგანიზმის მიერ ცხიმის, როგორც ენერგიის წყაროს გამოყენებას, აჩქარებს მეტაბოლიზმს და ცხიმის წვას. სინეფრინი ხასიათდება ეფედრას (ephedra) მსგავსი ეფექტით. მაღალსტიმულატორული ეფექტიდან გამომდინარე ეფედრაც და სინეფრინიც შეყვანილია აკრძალულ ნივთიერებათა სიაში - FDA-სა და NCAA ორგანიზაციების მიერ. Dynamine - არის კოფეინის სინთეზური წარმოებული, რომელსაც ახასიათებს კოფეინის მსაგვსი კოგნიტური ფუნქციების გაუმჯობესება გულისცემის აჩქარების გარეშე. დინამინს აქვს კოფეინთან შედარებით უფრო გრძელი ნახევარგამოყოფის პერიოდი, რაც საშუალებას გაძლევთ იგრძნოთ მისი ეფექტი უფრო ხანგრძლივი დროის განმავლობაში. თუმცა Dynamine-ს მთავარი ღირსება სხვა რამეა. კვლევებმა აჩვენა, რომ დინამინი აფერხებს ორგანიზმის მიერ დოფამინის ხელახლა შეწოვას როდესაც ის გამოიყოფა სისხლში. ეს ნიშნავს, რომ „ბედნიერების“ ჰორმონი უფრო მეტხანს ცირკულირებს თქვენს სხეულში, რაც გაგრძნობინებთ თავს უფრო ბედნიერად და ენერგიულად. დინამინის ეს ეფექტი ნარჩუნდება მისი მიღებიდან 4-5 საათის განმავლობაში. TeaCrine - ველური ჩაის მცენარის - კამელიას ექსტრაქტია, რომელსაც ახასიათებს კოფეინის მსგავის მოქმედება, იმ განსხვავბეით რომ მისი მოქმედება არის შეადრებით ნელი, მაგრამ ხანგრძლივი. იგი მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, აუმჯობესებს კონცენტრაციას, მახსოვრობას და ამცირებს ორგანიზმის დაღლილობას. Black pepper extract - შავი წიწაკის ექსტრაქტი ამ დანამატში დამატებულია რათა გააუმჯობესოს კომპონენტების ათვისება ორგანიზმის მიერ. თუმცა თაგვებზე ჩატარებულმა სამედიცინო კვლევებმა აჩვენა, რომ მისი ხანგრძლივი გამოყენება (კვლევა გაგრძელდა 42 დღე) ამცირებს ორგანიზმში ცხიმის და მავნე ქოლესტერინის დონეს, აჩქარებს მეტაბოლიზმს და აძლიერებს ძვლოვან სისტემას. Ronnie Coleman - Yeah Buddy xtreme -ის ძირითადი თვისებები და მახასიათებლები: - მატებს ენერგიას - ზრდის ძალას - აუმჯობესებს კონცენტრაციას - აჩქარებს მეტაბოლიზმს - მატებს გამძლეობას - ზრდის ბედნიერების ჰორმონის - დოფამინის დონეს - ხელს უწყობს ზედმეტი ცხიმის შემცირებას - ხსნის დაღლილობას - აუმჯობესებს ტვინისა და კუნთების ნნეირონულ კავშირს