Scivation – XTEND BCAAs არის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო და ყველაზე ცნობილი ამინომჟავების კომპლექსი. პროდუქტი შეიცავს ორგანიზმისთვის აუცილებელ ამინომჟავებს განშტოებული ჯაჭვებით: L- ლეიცინი, L-ვაილინი და L-იზოლეიცინი. BCAA ძალზე სწრაფად აღწევს სისხლში, შემდეგ კი კუნთებში, სადაც აჩქარებს ცილების სინთეზს და ხელსაყრელ გავლენას ახდენს კუნთოვანი ბოჭკოების ზრდასა და რეგენერაციაზე. პროდუქტი განკუთვნილია პროფესიონალი და დამწყები სპორტსმენებისათვის და უბრალოდ ჯანსაღი ცხოვრების მოყვარული ადამიანებისათვის. მისი მიღება რეკომენდირებულია ყოველდღიურად. პროდუქტი ასევე შეიცავს ამინომჟავა - L-გლუტამინს. გლუტამინი არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ამინომჟავა, რომელიც ადამიანის ორგანიზმის ბევრ ასპექტზე გააჩნია გავლენა და წარმოადგენს ცილის სამშენებლო ბლოკს. ვარჯიშის პირობებში, იგი გვეხმარება აღდგენაში და ამცირებს დაღლილობასა და ტკივილს კუნთებში. ამას გარდა, L-გლუტამინი მონაწილეობს ნაწლავის ჯანმრთელობის შენარჩუნებაში და უზრუნველყოფს ძლიერი იმუნური სისტემის არსებობას. XTEND BCAAs ასევე შეიცავს ციტრულინ მალატს. ციტრულინი არის ამინომჟავა, რომელიც ზრდის აზოტის ოქსიდის გამომუშავებას და გამოყოფას სისხლში. იგი იწვევს კუნთების „ტუმბოს ეფექტს“ (ფამფი), რომელიც განაპირობებს კუნთში უფრო დიდი რაოდენობით საკვები ნივთიერებების და ჟანგბადის შეტანას და მის ეფექტურ ზრდას. პროდუქტის ხარისხს აძლიერებს დამატებული ელექტროლიტებიც. ელექტროლიტების ბალანსი ზეგავლენას ახდენს კუნთების ფუნქციონირებაზე და წყალის დადებითი ბალანსის შენარჩუნებას ორგანიზმში. ისინი ასევე მნიშვნელოვან როლს თამაშობენ საკვები ნივთიერებების ტრანსპორტირებაში, PH ბალანსში და ხელს უწყობენ ნერვების, კუნთების, გულის და ტვინის ფუნქციონირებას.