Vitamin Power - Collagen powder არის უმაღლესი ხარისხის თევზის კოლაგენი ც-ვიტამინთან ერთად.
თმა, კანი, ფრჩხილები, კბილები – კოლაგენი არის ცილა, რომელიც პასუხისმგებელია მათ სიჯანსაღეზე. იგი ამცირებს ნაოჭებს და მნიშვნელოვან როლს ასრულებს ახალგაზრდული გარეგნობისა და სუფთა სახის კანის შენარჩუნებში. კოლაგენი მნიშვნელოვნად დაგეხმარებათ თმის სტრუქტურის გაძლიერებაში, ფრჩხილებისა და კბილების გამაგრებაში.
ძვალ-სახსროვანი სისტემა – კოლაგენი ზრდის სახსრებისა და ძვლების სიმტკიცეს. გამოიყენება ოსტეოართრიტისა და ოსტეოპორიზიის წინააღმდეგ, კვებავს რა ძვლოვან სისტემას და აძლიერებს მას.
ჩვენი ორგანიზმი თავად გამოიმუშავებს კოლაგენს, თუმცა ამისათვის მას გარკვეული პირობები სჭირდება. კოლაგენის სინთეზისთვის აუცილებელია ორგანიზმში ც-ვიტამინის არსებობა. გარდა ამისა, მის წარმოქმნას ძალიან უშლის ხელს ალკოჰოლი, უძილობა, ჭარბი რაოდენობით კოფეინის მიღება, არაჯანსარი კვება. შესაბამისად ადამიანთა უმეტესობა განიცდის მის დეფიციტს.
ისედაც, ბუნებრივად, 30 წლის შემდეგ ორგანიზმში კოლაგენის გამომუშავება ყოველწლიურად უფრო და უფრო მცირდება, შესაბამისად იზრდება ორგანიზმის მოთხოვნილება გარედან, დანამატის სახით მისი მიღებისა.