Applied Nutrition - l-Carnitine Liquide 3000 სწორედ ის პროდუქტია, რომელიც თქვენ გჭირდებათ ზედმეტი წონისაგან განთავისუფლებისათვის.
პროდუქტი წარმოდგენილია სითხის სახით და შეიცავს L-კარნიტინის მაქსიმალურ, 3000 მილიგრამიან დოზირებას. L-კარნიტინი არის მთავარი ელემენტი ცხიმების დაშლის პროცესში. მისი ძირითადი მოვალეობაა თავისუფალი ცხიმოვანი მჟავების უჯრედის მიტოქონდრიამდე ტრანსპორტირება, სადაც იგი გადამუშავდება და საწვავად გარდაიქმნება. გარდა ცხიმის წვისა, L-კარნიტინი უზრუნველყოფს გულ-სისხლძარღვთა სისტემისა და ტვინის გამართულ ფუნქციონირებას.
L- კარნიტინს აქვს პოზიტიური გავლენა ვარჯიშის ეფექტურობაზე. იგი აუმჯობესებს ენერგიის მეტაბოლიზმს, უზრუნველყოფს კუნთებს დამატებით მხარდაჭერას ფიზიკური აქტივობის დროს, მხარს უჭერს ვარჯიშის შემდგომ აღდგენას და შეუძლია აერობული შესაძლებლობების გაუმჯობესება. L- კარნიტინი დანამატების სახით აქტიურად გამოიყენება სპორტის სხვადასხვა სახეობებში – მაღალი წონებით ვარჯიშის და გამძლეობის ვარჯიშებიდან დაწყებული, აერობული ვარჯიშებით ან გუნდური თამაშებით დასრულებული.
მეტი ეფექტურობისთვის პროდუქტს დამატებული აქვს C ვიტამინი და მწვანე ჩაის ექსტრაქტი.
მწვანე ჩაის ექსტრაქტი არის კოფეინის კარგი წყარო. სხვადასხვა კვლევით არაერთგზის დადასტურებულია, რომ კოფეინი, როგორც ძლიერი სტიმულატორი, აუმჯობესებს ცხიმის წვის პროცესს და ამცირებს მადას. გარდა ამისა, მწვანე ჩაის ექსტრაქტი შეიცავს ანტიოქსიდანტ - ეპიგალოკატექინ გალატს, რომელსაც გააჩნია ადამიანის მეტაბოლიზმის ასწრაფების უნარი.
დადასტურებულია, რომ C ვიტამინის საკმარისი რაოდენობით მიღება ზრდის სხეულში ცხიმების დაჟანგვას. ამიტომ, C ვიტამინის დეფიციტმა შეიძლება შეაფერხოს წონის კლება და ცხიმის წვის პროცესი.
როგორც ხედავთ Applied Nutrition - l-Carnitine Liquide 3000 მაღალი ხარისხისა და დაბალანსებული შემადგენლობის მქონე პროდუქტია.