Nature's Truth - Lecithin შეიცავს სოიოს ლეციტინს - ბუნებრივ ნივთიერებას, რომელიც ხელს უწყობს ტვინის, ღვიძლის, ნერვული სისტემის, გულის, საჭმლის მომნელებელი სისტემისა და კანის ჯანმრთელობას. ლეციტინი არის ფოსფოლიპიდების ჯგუფის ნაერთი. მისი მოხმარება სასარგებლოა მათთვის, ვინც ცდილობს გააუმჯობესოს მეხსიერება და გააკონტროლოს ქოლესტერინის დონე. ლეციტინი შეიცავს ფოსფატიდილქოლინს, რომელიც აუცილებელია ტვინისა და ნერვული სისტემის სწორი ფუნქციონირებისთვის. ქოლინი არის ნეიროტრანსმიტერ აცეტილქოლინის წინა პროდუქტი, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს მეხსიერებაში, სწავლის უნარებში და კოგნიტურ ფუნქციებში. მას შეუძლია შეამციროს ასაკის მატებასთან ერთად გამოწვეული მეხსიერებასთან დაკავშირებული პრობლემები. ლეციტინი ხელს უწყობს ქოლესტერინის დონის რეგულირებას ორგანიზმში. ის ასტიმულირებს "კარგ" ქოლესტერინს (HDL), რაც ეხმარება "ცუდ" ქოლესტერინის (LDL) შემცირებაში და ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვთა ჯანმრთელობას. ლეციტინი ეხმარება ღვიძლს ცხიმის მეტაბოლიზმში, რაც ხელს უშლის ცხიმოვანი დეპოზიტების დაგროვებას. ეს დადებითად აისახება ღვიძლის ჯანმრთელობაზე და შეიძლება შეამციროს ცხიმოვანი ღვიძლის დაავადების განვითარების რისკი. ლეციტინი ასევე დადებითად მოქმედებს კანისა და თმის მდგომარეობაზე. მისი ემულგაციური თვისებები ეხმარება კანის ტენიანობის შენარჩუნებას და ხელს უწყობს ელასტიურობას. ლეციტინი ეხმარება გულ-სისხლძარღვთა სისტემას, რადგან ის ხელს უშლის არტერიებში ცხიმების დაგროვებას და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას. Nature's Truth - lecithin - ის სარგებელი: - არის უაღრესად მნიშვნელოვანი კვების ელემენტი ორგანიზმის ფუნქციონირებისთვის - დადებითად მოქმედებს როგორც ტვინზე და ნერვული ქსოვილებზე, ასევე ღვიძლისა და თირკმელებზე - პასუხისმგებელია იმპულსების გამტარობაზე - ზრდის გონებრივ აქტივობას - ზრდის კონენტრაციის უნარს - ხელს უწყობს მეხსიერების გაზრდას - აწესრიგებს ნერვულ სისტემას მიღების წესი და დოზირება მიიღეთ 1 პორცია (1 აბი) დღის მანძილზე 1-2 ჯერ, საკვებთან ერთად