თელიანი ველი,საფერავი გაუფილტრავი ყუთით,წითელი მშრალი,2016,750მლ
წითელი მშრალი ღვინო „საფერავი გაუფილტრავი“ დამზადებულია წინანდლის ვენახებში მოყვანილი და ხელით შერჩეული უმაღლესი ხარისხის საფერავის ჯიშის ყურძნისგან. ღვინო ძველდება მუხის კასრებში 12 თვის განმავლობაში. იგი ხასიათდება მოხალული ყავის მარცვლის, შავი ქლიავის, მწიფე ალუბლის და ვანილის ნაზი არომატით. ელეგანტური, სხეულიანი საფერავი კარგადაა შერწყმული მუხის ტონებთან. მიირთვით ბატკნის ხორცთან და შემწვარ ქამა სოკოსთან.