ფირალებად მე-19 საუკუნის საქართველოში მეამბოხეებს მოიხსენიებდნენ, რომლებმაც მონობაში ცხოვრებას თავისუფლებისთვის ბრძოლა არჩიეს. სამართლიანობის წყურვილმა ისინი იძულებული გახადა მიეტოვებინათ საკუთარი სახლები და ტყეში გახიზნულიყვნენ. დაუმორჩილებლობის და გამბედაობის გამო ფირალები მალევე იქცნენ სამართლიანობის სიმბოლოდ ჩაგრულთათვის. ჭაჭა სწორედ ამ თამამი, მეამბოხე სულისკვეთების გამოხატულებაა, რომელიც მყისიერად გიდუღებს სისხლს და აღვიძებს გულის სიღრმეში მიძინებულ ფირალს.