კონცენტრირებული ტუტოვანი დაბალქაფიანი სარეცხი-სახეხი საშუალება განკუთვნილია იატაკის საფარებიდან განსაკუთრებით ძლიერი დაბინძურებების მოსაშორებლად.
შემადგენლობა:
>30% გამოხდილი წყალი; <5%: ამფოტერული ზედაპირულად აქტიური ნივთიერებები, არაიონოგენური ზედაპირულად აქტიური ნივთიერებები, მარილი ეთილენდიამინტეტრაძმარმჟავა, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, არომატიზირებული დანამატი, საღებავი.
თვისებები:
კონცენტრირებული ტუტოვანი დაბალქაფიანი სარეცხი-სახეხი საშუალება განკუთვნილია იატაკის საფარებიდან განსაკუთრებით ძლიერი დაბინძურებების მოსაშორებლად. გამოიყენება სინთეტიკური, ვინილის და პოლიმერული საფარებისთვის, ლინოლეუმისთვის, კაფელისთვის, ასფალტისთვის, ბეტონისთვის, მოსაპირკეთებელი ფილებისთვის. ეფექტურია ჩამჯდარი საყოფაცხოვრებო, ქუჩის, ატმოსფერული, ზეთოვან-ცხიმოვანი და ორგანული დაბინძურებების წინააღმდეგ. იდეალურია იატაკის სარეცხ მანქანებში გამოსაყენებლად და ხელით რეცხვისთვის, აქვს სასიამოვნო არომატი. ასევე პროფესიონალური გამოყენებისთვის.
გამოყენების სფერო:
გამოიყენება ფართო სპექტრის ზედაპირების გასაწმენდად, გასახეხად საყოფაცხოვრებო და დამხმარე შენობებში, სოციალური და საზოგადოებრივი სფეროს ობიექტებზე, სპორტკომპლექსებში, სასტუმროებში, ბიზნეს-ცენტრებში, ჰიპერმარკეტებში, კომუნალურ მეურნეობებსა და სახლებში, საკვებ, გადასამუშავებელ და ინდუსტრიული მრეწველობის საწარმოებში, საზოგადოებრივი კვების საწარმოებში, სახელმწიფო და მუნიციპალურ სტრუქტურებში (მათ შორის სამინისტროებსა და უწყებებში), სოფლის მეურნეობისა და ვაჭრობის საწარმოებში (მათ შორის ბაზრებსა და ბაზებში), სატრანსპორტო საწარმოებსა და ტრანსპორტში, კომუნალურ სფეროში, დასვენების, კულტურულ-მოსასვენებელ საწარმოებსა და სპორტულ დაწესებულებებში განათლების დაწესებულებებში (მათ შორის საბავშვო, სასკოლო და სკოლამდელ დაწესებულებებში, ბანაკებში, საბავშვო ცენტრებში და ა.შ.) და სოციალურ ობიექტებზე, სასტუმროებში, ჯანდაცვის დაწესებულებებში (საავადმყოფოებში, პოლიკლინიკებში, აფთიაქებში და სხვა ორგანიზაციებში), სხვა საწარმოებსა და დაწესებულებებში.
გამოყენების მეთოდი:
ყოველდღიური დალაგებისთვის კონცენტრატს ანზავებენ პროპორციით 1:200 – 1:100 ან 5-10 მლ 1 ლიტრ წყალზე.
გენერალური დასუფთავებისთვის კონცენტრატის გაზავება ხდება თანაფარდობით 1:50-1:25 ან 20-40 მლ. 1 ლიტრ წყალზე. გამოიყენეთ მკაცრად დანიშნულებისამებრ!
უსაფრთხოების ზომები:
ფრთხილად! კანზე მოხვედრის შემთხვევაში იწვევს გაღიზიანებას. თვალებში მოხვედრის შემთხვევაში იწვევს გამოხატულ გაღიზიანებას. გამოიყენეთ რეზინის ხელთათმანები, ხელების დამცავი საშუალებები. კანზე და თვალებში მოხვედრის შემთხვევაში დაიბანეთ წყლით. აუცილებლობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს. მოარიდეთ ბავშვებს! არ გამოიყენოთ ერთდროულად სხვა სარეცხ საშუალებებთან ერთად.
შენახვის ვადა: 36 თვე.