შეიძინე ახალი მომხმარებლები და გაყიდე მეტი ვოლტით

Choose location...
დარეგისტრირდი ახლავე

ჩვენს შესახებ

ვოლტი საჭმლის მიტანის სერვისია, რომელიც მშიერ მომხმარებლებსა და რესტორნებს, ენთუზიაზმით აღსავსე კურიერების მეშვეობით აკავშირებს. ვოლტის აპლიკაციის საშუალებით ათასობით მომხმარებელს მარტივად ვაკავშირებთ თქვენთან, რაც ბიზნესის გაზრდის საწინდარია.

რატომ უნდა გახდეთ პარტნიორი რესტორანი?

დამატებითი შემოსავალი

ჩვენს მონაცემებზე დაყრდნობით რესტორნისთვის ვოლტის შეკვეთების 91% დამატებითი შემოსავლის წყაროა.

100% რისკის გარეშე

ვოლტთან პარტნიორობის დაწყება სრულიად უფასოა. თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ დროს შეწყვიტოთ ჩვენთან თანამშრომლობა. რადგან ვოლტის შემოსავლის წყარო მხოლოდ საკომისიოა, თქვენი შეკვეთების ზრდა ჩვენს ინტერესშიც შედის.


დანარჩენი ჩვენ მოგვანდეთ

ჩვენი პარტნიორი კურიერები უზრუნველყოფენ, რომ მომხმარებლებმა შეკვეთა მისი განთავსებიდან 30-40 წუთში მიიღონ. ვოლტი სრულად უზრუნველყოფს გადახდებისა და მომხმარებელთა ონლაინ მხარდაჭერის ნაწილს. შეგიძლიათ საოპერაციო საკითხები ჩვენ მოგვანდოთ და უბრალოდ თვალი ადევნოთ თქვენი ბიზნესის ზრდას, სპეციალურად თქვენთვის შექმნილი ონლაინ პლატფორმის მეშვეობით.

რესტორნის აპლიკაციის მარტივი ინტერფეისი!

შეკვეთების მიღება ხდება iPad-ის მეშვეობით და ყველა შემოსული შეკვეთა წინასწარ არის გადახდილი. თქვენს თანამშრომლებს მხოლოდ საკვების დამზადება და მისი კურიერისთვის გადაცემა ევალება.


''ჩვენი გუნდისთვის მარტივია ვოლტის აპლიკაციასთან მუშაობა''

ვოლტი გაყიდვების გაზრდასთან ერთად ძალიან გვეხმარება ჩვენი რესტორნის პოპულარიზაციაში. მომწონს ვოლტის მომხმარებლებთან კომუნიკაციის სტილი და კომფორტული მიტანის სერვისი, რომლის მეშვეობითაც ძალიან ბევრმა ახალმა მომხმარებელმა გაგვიცნო და ადგილზე ხშირად სტუმრობა დაიწყო

ნათია, ბოლქვაძე, რესტორნის მენეჯერი, შიო რამენი

ვოლტმა მოგვცა საშუალება საგრძნობლად გაგვეფართოვებინა ჩვენი მომხმარებლების რაოდენობა. დღეს, ლოკალური მომხმარებლების გარდა გვყავს ასობით ერთგული ადამიანი, ვისთვისაც ვოლტის მეშვეობით სკას პროდუქტი ხელმისაწვდომი გახდა. ჩვენი გუნდისთვისაც მარტივია ვოლტის აპლიკაციასთან მუშაობა.

ანა და გიორგი, ტალახაძეები, სკას დამფუძნებლები, სკა ჯუს ბარი