ვოლტი მავნე გამონაბოლქვით მიყენებულ ზიანს 100%-ით აკომპენსირებს.

ვოლტი ყოველი განხორციელებული შეკვეთის დროს გამოყოფილი ნახშირორჟანგით გარემოზე მიყენებულ ზიანს 100 %-ით ანაზღაურებს. ეს ეხება ყველა შეკვეთას, რომელიც ვოლტმა 2015 წლიდან დღემდე განახორციელა და, ასევე, განახორციელებს მომავალში. თქვენთვის, როგორც მომხმარებლისთვის ეს არავითარ დამატებით დანახარჯს არ უკავშირდება, ამ ხარჯებს ვოლტი სრულად თავის თავზე იღებს.

როგორ ვითვლით ემისიას?

ჩვენს პარტნიორ, კლიმატის ინდუსტრიის ლიდერ ორგანიზაცია, South Pole-თან ერთად, გამოვთვალეთ თუ რა მოცულობის ნახშირორჟანგი გამოიყო ვოლტის თითოეული შეკვეთის მიტანისას. ამ ზიანის ასანაზღაურებლად ჩვენ მხარს ვუჭერთ აღიარებულ და სერტიფიცირებულ პროექტებს, რომელიც ნახშირორჟანგის ემისიის შემცირებაზე მუშაობენ. ვოლტით შეკვეთების მიტანა ძირითადად მანქანებით, სკუტერებით, მოტოციკლებითა და ველოსიპედებით ხორციელდება, თითოეულის მიერ გამოყოფილი CO2 ჩვენ ცალ-ცალკე აღვრიცხეთ.

მანქანები: 170 გრ CO2/კმ

ყველაზე მძიმე გამონაბოლქვი მანქანებს აქვთ. საშუალოდ მანქანა ატმოსფეროში, ყოველ გავლილკილომეტრზე 170 გრამ გამონაბოლქვს გამოჰყოფს.

გაიგეთ მეტი

მოტოციკლეტები და სკუტერები: 100 გრ CO2/კმ

უფრო კონკრეტულად, ყველა მოტორიზებული ორ ბორბლიანი ტრანსპორტი (მათ შორის ელექტრო სკუტერი) საშუალოდ 100 გრამ ნახშირორჟანგს გამოჰყოფს ერთ კილომეტრზე.

ველოსიპედები: 10 გრ CO2/კმ

დიახ, ველოსიპედისტის გახშირებული სუნთქვის დროს ატმოსფეროში უფრო მეტი ნახშირორჟანგი გამოიყოფა. 

ვოლტის გავლენა

South Pole-თან პარტნიორობით ვოლტი ყოველთვიურად ორ პროექტს უჭერს მხარს. ყოველი თვის დასასრულს, ჩვენ ვითვლით თუ რა ოდენობის ნახშირორჟანგი გამოიყო ვოლტის შეკვეთების მიტანის შედეგად, რომელსაც ვაკომპენსირებთ South Pole-სგან  შეძენილი ეგრეთ წოდებული “კარბონ-კრედიტებით”. ეს თანხები ორი პროექტის განხორციელებას ხმარდება. ხარჯებს ვოლტი ანაზღაურებს, ჩვენი მოსალოდნელი გავლენა კი ასეთია:

კოლუმბია:

ვიჩადას ტყის აღდგენა

42 000 ხე-მცენარის დარგვის დაფინანსება, ვიჩადას ტყის ფართობის აღდგენის პროექტში

გაიგეთ მეტი

ბრაზილია

ენვირას გაუტყევების პროექტი

150 ჰექტარი ტყისდაცვა ენვირას გაუტყევების პროექტის ფარგლებში (დამოწმებული VCS CCB-ის მიერ). ეს დაახლოებით 215 ფეხბურთის მოედნის ზომის ფართობი და 25 000 ხეა.

გაიგეთ მეტი

კოლუმბია:

ვიჩადას ტყის აღდგენა

42 000 ხე-მცენარის დარგვის დაფინანსება, ვიჩადას ტყის ფართობის აღდგენის პროექტში

გაიგეთ მეტი

ბრაზილია

ენვირას გაუტყევების პროექტი

150 ჰექტარი ტყისდაცვა ენვირას გაუტყევების პროექტის ფარგლებში (დამოწმებული VCS CCB-ის მიერ). ეს დაახლოებით 215 ფეხბურთის მოედნის ზომის ფართობი და 25 000 ხეა.

გაიგეთ მეტი

ჩვენი პარტნიორი:

South Pole

South Pole კლიმატის ინდუსტრიის ლიდერია, რომელიც 2006 წლიდან აქტიურად მუშაობს ატმოსფეროში გაზრდილი ნახშიროჟანგის შემცირებაზე სხვადასხვა ორგანიზაციებთან თუ მთავრობებთან ერთად. South Pole ასევე გაეროს Global Compact-სა და ევროკავშირის KIC წევრია. როგორც International Carbon Reduction and Offset Alliance (ICROA)-ს წევრი, მათი ყველა პროექტი დამტკიცებულია საერთაშორისო სტანდარტებით და არის ქმედითი, აღრიცხვადი და სანდო. South Pole არაერთხელ იქნა აღიარებული, როგორც საუკეთესო პროექტის დეველოპერი (2011-2019 წწ.) კლიენტებისა და ინდუსტრიის მნიშვნელოვანი მოთამაშეების მიერ.

ეწვიეთ ბმულს: southpole.com

უკანასკნელი 13 წლის განმავლობაში South pole-მა თავის პარტნიორებთან ერთად უაღრესად მნიშვნელოვანი დადებითი გავლენა მოახდინა გარემოზე:

20 მილიონი

დაეხმარა კლიმატის ცვლილების გამო დაზარალებულ 20 მილიონ ადამიანს.

170 მილიონი

შეაჩერა 170 მილიონ ტონაზე მეტი CO2 გამოყოფა ატმოსფეროში.

700+

სატყეო და სოფლის მეურნეობის სფეროში განავითარა 700-ზე მეტი პროექტი.

55,000

აღადგინა 55,000 კვადრატული კილომეტრი მიწის ნაკვეთი.

კითხვები

თუ რაიმე კითხვა გაგიჩნდებათ ამ თემასთან დაკავშირებით, გთხოვთ მიმართოთ ჩვენი მხარდაჭერის გუნდს ან მოგვწეროთ ელექტრონულ ფოსტაზე:

responsibility@wolt.com