მომხმარებელთა მომსახურების პირობები

„Wolt-ის მომსახურებით“ სარგებლობით, თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ თქვენზე გავრცელდეს ეს მომხმარებელთა მომსახურების პირობები („მომსახურების პირობები“).

გთხოვთ, „Wolt-ის მომსახურებით“ სარგებლობამდე ყურადღებით წაიკითხოთ წინამდებარე „მომსახურების პირობები“. თუ თქვენ არ ეთანხმებით „მომსახურების პირობებს“, გთხოვთ, არ ისარგებლოთ „Wolt-ის მომსახურებით“. ეს „მომსახურების პირობები“ ვრცელდება „Wolt-ის მომსახურებით“ ნებისმიერი ფორმით სარგებლობაზე და წინამდებარე დოკუმენტის საფუძველზე გაფორმებულ „ნასყიდობის ხელშეკრულებებზე“. „Wolt-ის მომსახურების“ უფრო დეტალური აღწერილობა და სისტემის მოთხოვნების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე wolt.com.

თუ თქვენ გაქვთ „ანგარიში - Wolt-ი სამსახურში“, ეს „მომსახურების პირობები“ აგრეთვე ვრცელდება ჩვენს კლიენტ ორგანიზაციაზე, რომელიც საშუალებას გაძლევთ გამოიყენოთ „ფუნქცია - Wolt-ი სამსახურში“ („კლიენტიორგანიზაცია“) იმ შეკვეთებთან დაკავშირებით, რომლებსაც თქვენ განახორციელებთ „ფუნქცია - Wolt-ი სამსახურში“-ს საშუალებით. ამ „მომსახურების პირობებსა“ და „Wolt-ის კორპორატიულ პირობებს“ შორის, რომელიც ვრცელდება „კლიენტ ორგანიზაციაზე“, შეუსაბამობის არსებობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება „Wolt-ის კორპორატიულ პირობებს“.

„მომსახურების პირობები“ ფორმდება მხოლოდ ჩვენსა და „მომხმარებელს“ შორის, და არა „ეფლ ინკ.“ (Apple Inc.)-თან და   „ეფლ ინკ.“ (Apple Inc.) არ არის პასუხისმგებელი „Wolt-ის აპლიკაციაზე“ ან მის შინაარსზე. თქვენ აცხადებთ თანხმობას, რომ „ეფლ ინკ.“ (Apple Inc.) და „ეფლ ინკ.“ (Apple Inc.)-ის შვილობილი კომპანიები („ეფლი“), „მომსახურების პირობებისთვის“ წარმოადგენენ მესამე პირებს, რომელთა სასარგებლოდაც დაიდო ხელშეკრულება და „მომსახურების პირობებზე“ თქვენი თანხმობის საფუძველზე „ეფლს“ ექნება უფლება (და იგულისხმება, რომ გაცხადებულია თანხმობა ასეთ უფლებაზე), რომ გამოიყენოს „მომსახურების პირობები“ თქვენ წინააღმდეგ, როგორც მესამე პირმა, რომლის სასარგებლოდაც დაიდო ხელშეკრულება.

1. ტერმინთა განმარტება

პარტნიორი“ - ნიშნავს სარესტორნო ან სხვა მომსახურების მიმწოდებელ პარტნიორს, რომელსაც ხელი აქვს მოწერილი პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულებაზე „Wolt“-თან და რომელიც სთავაზობს თავის პროდუქტებს და მიწოდების სერვისებს, თუ ასეთი გააჩნია, „Wolt-ის მომსახურების“ საშუალებით.

ნასყიდობისხელშეკრულება“ - ნიშნავს ხელშეკრულებას „შეკვეთის“ საშუალებით „პარტნიორის“ პროდუქტებისა და შესაძლო მიწოდების მომსახურების შესყიდვის შესახებ. „ფუნქცია - Wolt-ი სამსახურში“-ს გამოყენებით განხორციელებულ „შეკვეთებთან“ დაკავშირებით „ნასყიდობის ხელშეკრულება“ წარმოადგენს სავალდებულოდ შესასრულებელ ხელშეკრულებას „პარტნიორსა“ და „კლიენტ ორგანიზაციას“ შორის. „მომხმარებლის“ მიერ გადახდის ნებისმიერი სხვა საშუალებით განხორციელებულ „შეკვეთებთან“ დაკავშირებით „ნასყიდობის ხელშეკრულება“ წარმოადგენს სავალდებულოდ შესასრულებელ ხელშეკრულებას „პარტნიორსა“ და „მომხმარებელს“ შორის.

Wolt“-ი ნიშნავს კომპანიას Wolt Enterprises Oy, არკადიატკატუ 6, ჰელსინკი, 00100, ფინეთი.

Wolt-ისაპლიკაცია“ ნიშნავს ციფრულ აპლიკაციას, სახელწოდებით Wolt , რომელსაც Wolt-ი სთავაზობს ფიზიკურ და იურიდიულ პირებს „Wolt-ის პარტნიორების“ პროდუქტების შესაკვეთად.

ანგარიში - Wolt-ი სამსახურში“ ნიშნავს მომხმარებლის ანგარიშს „Wolt-ის აპლიკაციაში“, რომელსაც დამატებული აქვს „ფუნქცია - Wolt-ი სამსახურში“.

ფუნქცია - Wolt-ი სამსახურში“ ნიშნავს გადახდის მეთოდსა და „Wolt-ის აპლიკაციის“ ფუნქციას, რომლის საშუალებითაც „კლიენტი ორგანიზაციის“ უფლებამოსილ „მომხმარებლებს“ შეუძლიათ გააკეთონ „შეკვეთა“ „კლიენტი ორგანიზაციის“ ხარჯზე. 

Wolt-ისმომსახურება“ ნიშნავს „Wolt-ის აპლიკაციასა“ და „Wolt-ის“ ვებ-გვერდს wolt.com, ასევე სხვა დამატებით მისამართებს, როგორც აღნიშნულია wolt.com-ზე.

მომხმარებელი“ ან „თქვენ“ ნიშნავს ფიზიკურ პირს, რომელიც სარგებლობს „Wolt-ის მომსახურებით“.   

„საცალო პროდუქტები“ - ნიშნავს სასურსათო პროდუქტებს,  სამომხმარებლო და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთებს, რომლებიც  ხელმისწავდომია „პარტნიორის“ მხრიდან  „Wolt-ის მომსახურებაში“.

 

2. „Wolt-ის“ მონაცემები        

 

●      Wolt Enterprises Oy, არკადიატკატუ 6, ჰელსინკი, 00100, ფინეთი, ბიზნეს საიდენტიფიკაციო ნომერი 2646674-9, დღგ-ს გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი FI26466749.

●      სავაჭრო სახელწოდება: “Wolt”,     

●      ელექტრონული ფოსტის მისამართი: support@wolt.com.

„პარტნიორთა“ მონაცემები, მათი პროდუქციისა და სერვისების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება „Wolt-ის აპლიკაციისა“ და „Wolt-ის“ ვებ-გვერდის საშუალებით.

3. „Wolt-ის მომსახურების“ აღწერა

3.1. Wolt-ი გთავაზობთ პლატფორმას, სადაც „მომხმარებელს“ შეუძლია თავისი არჩეული „პარტნიორისგან“ შეიძინოს საკვები პროდუქტები, საცალო პროდუქტები და მიწოდების სერვისი. როდესაც თქვენ იძენთ საკვებს ან სხვა პროდუქტებსა თუ მომსახურებას “პარტნიორისგან”, Wolt-ი ხელს უწყობს შესყიდვის განხორციელების შესრულებას “Wolt-ის მომსახურების” მეშვეობით. Wolt ასევე უზრუნველყოფს მიწოდების მომსახურებას გარკვეული პარტნიორებისგან საკვების/პროდუქტების/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით. „პარტნიორის“ მომსახურების საბოლოო ფასი მოიცავს მიწოდების მომსახურების ღირებულებასა და მომსახურების საფასურს.

3.2 „პარტნიორები“ „Wolt-ის მომსახურებაში“ განათავსებენ ინფორმაციას თავიანთი პროდუქციისა და სერვისების შესახებ, მენიუსა და პროდუქტის ფასების შესახებ ინფორმაციის ჩათვლით. თითოეულ შემთხვევაში მიწოდების მომსახურების ღირებულებისა და მომსახურების საფასურის შესახებინფორმაცია მოგეწოდებათ “Wolt-ისმომსახურების“ მეშვეობით.  იმ შემთხვევაში, თუ გაქვთ  ალერგია ან სხვა კვებითი შეზღუდვა, გთხოვთ, დაუკავშირდეთ შესაბამის “პარტნიორს”. “პარტნიორი”, მოთხოვნისამებრ, მოგაწვდით საკვებთან დაკავშირებულ ინფორმაციას. „პარტნიორის“ პროდუქციისა და სერვისების ყიდვა-გაყიდვა შეიძლება დაექვემდებაროს „პარტნიორის“ დამატებით პირობებს, როგორც ეს გაწერილია „Wolt-ის მომსახურებაში“. „საცალო პროდუქტების“ ფასი განისაზღვრება „შეკვეთის“ განთავსების თარიღისთვის არსებული ფასის მიხედვით. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ შეფუთული პროდუქციის შემთხვევაში,  შეფუთვის წონიდან გამომდინარე „შეკვეთის“ მითითებულ ფასსა და  „შეკვეთის“ საბოლოო ფასს შორის შესაძლოა იყოს მცირედი სხვაობა.

„პარტნიორი“ „Wolt-ის მომსახურებაში” განათავსებს ინფორმაციას ალერგენებისა და  „საცალო პროდუქტის“ სხვა საჭირო სპეციფიკაციების შესახებ. „პარტნიორი“ პასუხისმგებელია „საცალო პროდუქტზე“ ყველა საჭირო ინფორმაციის მიწოდებაზე, როგორც ეს გათვალისწინებულია მოქმედი კანონმდებლობითა და რეგულაციებით, მათ შორის „მომხმარებლისათვის სურსათთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდების შესახებ“ ევროკავშირის No 1169/2011 რეგულაციით. საჭიროების შემთხვევაში, „პარტნიორი“ ვალდებულია უზრუნველყოს გასაყიდი ფასისა და საცალო ფასის მითითება ევროკავშირის 98/6 / EU დირექტივის, „მომხმარებელთა დაცვა მომხმარებელთათვის შეთავაზებული პროდუქტების ფასების მითითებისას“, შესაბამისად.

„პარტნიორი“, საკუთარი შეხედულებისამებრ, განსაზღვრავს „Wolt-ის  მომსახურებაში“ ხელმისაწვდომი „საცალო პროდუქტის“ არჩევანსა და ფასს. „პარტნიორი“ ასეევ უფლებამოსილია დააწესოს გარკვეული შეზღუდვები „თქვენს“ „შეკვეთაზე“, როგორიცაა „შეკვეთის“ რაოდენობისა და ზომის შეზღუდვები. „პარტნიორი“ ვალდებულია მოახდინოს „თქვენი“ ინფორმირება ნებისმიერი საცალო პროდუქტის ხელმისაწვდომობასთან  დაკავშირებით. „მომხმარებელი“ თანახმაა, რომ იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტი დროებით არ იქნება ხელმისაწვდომი, „პარტნიორი“ შეასრულებს „მომხმარებლის“ შეკვეთას ასეთი პროდუქტის „შეკვეთაში“ შეტანის გარეშე. „თქვენ“ არ დაგეკისრებათ თანხის გადახდა იმ პროდუქტებისთვის, რომლებიც „შეკვეთის“ განთავსების დროისთვის არ არის ხელმისაწვდომი.

 „პარტნიორის“ პროდუქციისა და სერვისების, რომლის ყიდვაც სურს „მომხმარებელს“ „პარტნიორისაგან“, არჩევისას „მომხმარებელი“ იძლევა მავალდებულებელი ძალის „შეკვეთას“ „პარტნიორისაგან“ პროდუქტებისა და მომსახურების შეძენის შესახებ იმ პირობებით, რომლებიც „მომხმარებელს“ მიეწოდება „Wolt-ის მომსახურების“ საშუალებით შეკვეთის განხორციელებამდე („შეკვეთა“). „შეკვეთის“ მიღების შემდეგ Wolt-ი „შეკვეთის“ დეტალებს გადასცემს „პარტნიორს“. როდესაც „შეკვეთას“ დაეთანხმება „პარტნიორი“ და Wolt-ი მიაწვდის „მომხმარებელს“ შეკვეთის დადასტურებას „პარტნიორის“ სახელით, „მომხმარებელსა“ ან „კლიენტ ორგანიზაციასა“ და „პარტნიორს“ შორის ფორმდება „ნასყიდობის ხელშეკრულება“.  Wolt-ი მიაწვდის „მომხმარებელს“ ჩეკს „პარტნიორის“ სახელით. კონკრეტული „პარტნიორებისაგან საკვები პროდუქტების შეძენის შემთხვევაში: როდესაც „პარტნიორი“ დაეთანხმება „შეკვეთას“ და შეკვეთის დადასტურება გაეგზავნება „მომხმარებელს“, „პარტნიორის“ პროდუქტების ყიდვის შესახებ „პარტნიორთან“ „ნასყიდობის ხელშეკრულების“ გარდა „მომხმარებელსა“ ან „კლიენტ ორგანიზაციასა“ და „Wolt-ს“ შორის ფორმდება სამართლებრივად სავალდებულოდ შესასრულებელი ხელშეკრულება „მომხმარებლის“ მიერ „Wolt-ის მომსახურების“ საშუალებით შეკვეთილი მიწოდების სერვისის შესყიდვის შესახებ.

3.3. „მომხმარებლის“ მიერ არჩეული „პარტნიორი“ მოამზადებს (და მიაწვდის, იმ შემთხვევაში, როდესაც მიწოდების სერვისიც შეკვეთილია) „შეკვეთაში“ მითითებულ პროდუქტებს  „მომხმარებელს“. Wolt-ი არ არის „მომხმარებლის“ წინაშე პასუხისმგებელი „პარტნიორის“ მიერ „ნასყიდობის ხელშეკრულების“ ჯეროვანი შესრულებისათვის. კონკრეტული „პარტნიორებისგან“ საკვები პროდუქტების შეძენის შემთხვევაში: Wolt-ი   პასუხისმგებელია „Wolt-ის“ საშუალებით „მომხმარებლის“ მიერ „შეკვეთის“ მიხედვით მოთხოვნილი მიწოდების სერვისის განხორციელებაზე, როგორც ეს გათვალისწინებულია ამ „მომსახურების პირობებით“.

3.4. მას შემდეგ, რაც „მომხმარებელი“ განათავსებს „შეკვეთას“, მას აღარ შეეძლება „შეკვეთის“ გაუქმება. თქვენ არ შეგიძლიათ უკან გამოიხმოთ ან გააუქმოთ პროდუქციის ან მიწოდების სერვისებზე „შეკვეთა“ მას შემდეგ, რაც უკვე განათავსეთ იგი. პროდუქტის ან მომსახურების „შეკვეთის“ განხორციელებამდე თქვენ ყურადღებით უნდა განიხილოთ თქვენი არჩევანი.

3.5 მიუხედავად 3.4 პუნქტისა, თქვენ, როგორც მომხმარებელს, გაქვთ კანონიერი უფლება გააუქმოთ „საცალო პროდუქტის“ „შეკვეთა“ 14 დღის განმავლობაში, რომლის ვადის ათვლა იწყება პროდუქციის მიღების დღიდან. „თქვენ“ შეგიძლიათ გააუქმოთ ასეთი „შეკვეთა“ ზემოაღნიშნულ გაუქმების ვადაში Wolt-თან ან „პარტნიორთან“ დაკავშირების გზითა და პროდუქტის დაბრუნებით „პარტნიორის“ იმ სავაჭრო პუნქტში, სადაც „თქვენ“ გააკეთეთ „შეკვეთა“. გთხოვთ, პროდუქტის დაბრუნებისას, წარმოადგინოთ „Wolt“-სგან ან „პარტნიორისგან“ მიღებული ქვითარი. თუ თქვენ დაუკავშირდით Wolt-ს პროდუქტის დაბრუნებასთან დაკავშირებით ან მოითხოვეთ ანაზღაურება პროდუქტის დეფექტის, დაზიანების ან სხვა ხარვეზის გამო, Wolt-მა შეიძლება მოგთხოვოთ მოცემული პროდუქტის ფოტოს გამოგზავნა, რათა დაფიქსირდეს დეფექტები. გაითვალისწინეთ, რომ „პარტნიორს“ შესაძლოა ჰქონდეს ცალკეული პირობები ან გარანტიები, რომლებიც გამოიყენება დამატებით. „პარტნიორი“ მომხმარებლებს ამ პირობების შესახებ ცალკე აწვდის ინფორმაციას „Wolt-ის მომსახურებაში“.

Wolt მოქმედებს მომხმარებელთა  უფლებების გაუქმებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების მიხედვით. გარკვეულ პროდუქტებზე მომხმარებლების უფლებების გაუქმებისა და დაბრუნების უფლებების გამოყენება შესაძებელია კანონით  გამოირიცხოს, მათ შორის შემდეგზე:

·       საკვებ პროდუქტებზე და პროდუქტებზე, რომელთა გადაყიდვაც, თავიანთი ბუნებიდან გამომდინარე, ვერ მოხდება ან მალფუჭებადია, ან სწრაფად ძველდება;

·       პროდუქტებზე, რომლებიც მათი ბუნებიდან გამომდინარე, მათი მიღების შემდეგ, სხვა პროდუქტებისგან განუყოფელი ხდება;

·       თამაშებზე, ფილმებზე, პროგრამულ და სხვა დალუქულ პროდუქტებზე, რომლებიც არ შეიძლება გაუქმდეს მას შემდეგ, რაც გაიხსნება ლუქი ან სხვა სახის პროდუქტის შეფუთვა;

·       ჰიგიენისა და ინტიმური დანიშნულების პროდუქტებზე, შეფუთვის გახსნის შემდეგ;

·       პროდუქტებზე, რომლებიც წარმოებულია ან დამზადებულია „მომხმარებლის“ სპეციფიკაციებისა და ინსტრუქციების მიხედვით.

აღნიშნული ნიშნავს იმას, რომ „თქვენ“ არ შეგიძლიათ, შეძენის შემდეგ დააბრუნოთ, მაგალითად, საკვები პროდუქტები კანონით გათვალისწინებულ გაუქმების უფლებაზე მითითებით. „თქვენ“ არ შეგიძლიათ გააუქმოთ ან შეცვალოთ „შეკვეთა“ ასეთ „საცალო პროდუქტზე“ მას შემდეგ, რაც მოხდება მისი განთავსება. „შეკვეთის“ გაკეთებამდე, გთხოვთ, ყურადღებით გადაამოწმოთ თქვენი არჩევანი.

3.6 „საცალო პროდუქტის“ დაბრუნება უნდა მოხდეს „შეკვეთის“ გაუქმებიდან დაუყოვნებლივ, არა უგვიანეს „შეკვეთის“ გაუქმების თარიღიდან 14 დღისა. დაბრუნებული პროდუქტი არ უნდა იყოს გამოყენებული და შესაძლებელი უნდა იყოს მისი გადაყიდვა. პროდუქტი სათანადოდ უნდა იყოს დაცული და შეფუთული თავდაპირველი ან მსგავსი ფორმით. „თქვენ“ არ გაქვთ უფლება მოითხოვოთ თანხის სრულად დაბრუნება იმ შემთხვევაში, თუ დაბრუნებული პროდუქცია შემცირდა ან შეიცვალა რაიმე ფორმით.

3.7 “შეკვეთის“ გაუქმებისას „საცალო პროდუქტების“  დაბრუნება უნდა მოხდეს  „პარტნიორის“ სავაჭრო პუნქტში, სადაც „Wolt-ის მომსახურების“ საშუალებით გაკეთდა „შეკვეთა“. გთხოვთ,  პროდუქციის დასაბრუნებლად დაუკავშირდეთ მომხმარებელთა მომსახურებას  სავაჭრო პუნქტში. „თქვენ“ შეგიძლიათ გადაამოწმოთ სავაჭრო პუნქტი Wolt-ის  ან „პარტნიორის“ მიერ მოწოდებული ქვითრიდან. „თქვენ“ ვალდებული ხართ,  დაფაროთ „საცალო პროდუქტების“ დაბრუნების შედეგად გაწეული ხარჯები. „მოხმარებელს“ გადახდილ თანხას Wolt დაუბრუნებს გაუქმების შესახებ შეტყობინების მიღებიდან 14 დღის ვადაში იმ პირობით, თუ  პროდუქტი  დაუბრუნდა „პარტნიორს“ ან დაბრუნების მტკიცებულება მიიღო „პარტნიორმა“. Wolt დაბრუნებული პროდუქტის საფასურს აანაზღაურებს იმავე გადახდის საშუალებით, რომელიც „თქვენ“ გამოიყენეთ და იმავე საბანკო ანგარიშზე, რომლიდანაც „თქვენ“ გააკეთეთ  „შეკვეთა“. მიტანილი „შეკვეთების“  შემთხვევაში მიტანის ღირებულება და მომსახურების საფასური ანაზღაურდება იგივე წესით.

3.8 “შეკვეთის” განხორციელების მომენტში შესაძლოა “პარტნიორს” არ ჰქონდეს თქვენს მიერ შეკვეთილი პროდუქტი. მსგავსი შემთხვევებისთვის ჩვენ დავამატეთ “ჩანაცვლების” ფუნქცია. თქვენ უფლებას აძლევთ “პარტნიორს” ჩაანცვლოს შეკვეთილი პროდუქტი მსგავსით. თუ თქვენ ყველა პროდუქტზე მიუთითეთ რომ გსურთ ჩანაცვლება მაშინ, ჩანაცვლება მოხდება შემდეგი პრინციპით.

  • “პარტნიორი” ირჩევს ჩასანაცვლებელ პროდუქტს, რომელიც ყველაზე ახლოს არის თქვენს მიერ შეკვეთილ პროდუქტთან ფასით, ხარისხით და რაოდენობით.

  • “პარტნიორი” ითვალისწინებს ალერგიებს, თუ თქვენ შეკვეთილი გაქვთ ულაქტოზო პროდუქტი უნდა ჩანაცვლება უნდა მოხდეს ულაქტოზო პროდუქტით.

  • უშაქრო/დიეტური გამაგრილებელი სასმელი ჩანაცვლებული იქნება იგივე ტიპის სასმელით უშაქრო/დიეტური.

  • ორგანული პროდუქტი ჩანაცვლებული იქნება ორგანულით.

თუმცა, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ჩანაცვლებული პროდუქტის შემადგენლობა შეიძლება განსხვავდებოდეს ორიგინალისგან. თქვენ არ ჩამოგეჭრებათ დამატებითი თანხა “ჩანაცვლებული” პროდუქტისთვის. თუ “ჩანაცვლებული” პროდუქტის ფასი ნაკლებია ორიგინალზე, მაშინ თქვენ ჩამოგეჭრებათ “ჩანაცვლებული” პროდუქციის თანხა.

4. „მომხმარებლის“ ანგარიშები

4.1. თქვენ გაქვთ შეზღუდული, არაექსკლუზიური, გამოთხოვადი, გადაუცემადი და არა–სუბლიცენზირებადი უფლება, რომ გქონდეთ წვდომა და ისარგებლოთ “Wolt-ის მომსახურებით“ და “Wolt-ის მომსახურებით“ ხელმისაწვდომი ინფორმაციით.ჩვენ მიერ პერიოდულად თქვენთვის შემოთავაზებული ფორმით მხოლოდ იმ მიზნებისათვის, რომლებიც მითითებულია ამ დოკუმენტში.“მომხმარებლისთვის“ მინიჭებული „ეფლი“–ს App Store–დან ჩამოტვირთული iOS „Wolt-ის აპლიკაციის“  ლიცენზია შეზღუდულია და იძლევა „Wolt-ის აპლიკაციის“ გამოყენების საშუალებას „ეფლი“–ს ბრენდის პროდუქტებზე, რომლებიც ეკუთვნის ან კონტროლდება „მომხმარებლის“ მიერ და იმგვარად, როგორც ეს ნებადართულია „გამოყენების წესებით“, რომლებიც გათვალისწინებულია App Store–ის „მომსახურების პირობებითა“ და წინამდებარე „მომსახურების პირობებით“. ნებისმიერი უფლება, რომელიც პირდაპირ არ არის გადმოცემული წინამდებარე დოკუმენტით, რჩება “Wolt-სა” და Wolt-ის ლიცენზიის მფლობელებს.

4.2. „Wolt-ის მომსახურებით“ სარგებლობისათვის „მომხმარებელმა“ უნდა შექმნას მომხმარებლის ანგარიში „Wolt-ის მომსახურებით“ გათვალისწინებული რეგისტრაციის ინსტრუქციის მიხედვით. ანგარიშის რეგისტრაცია მოითხოვს თქვენს მიერ მომხმარებლის სახელისა და პაროლის შექმნას და “Wolt-ისთვის” გარკვეული პერსონალური მონაცემების მიწოდებას, როგორიც არის თქვენი სახელი, მისამართი, ელ-ფოსტის ნომერი (მისამართი) და სულ მცირე ერთი მოქმედი გადახდის მეთოდი. თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ უზრუნველყოფთ თქვენს ანგარიშში მითითებული ინფორმაციის სიზუსტეს, სისრულესა და  განახლებას. Wolt-ის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ, იხილოთ  „Wolt-ის კონფიდენციალურობის შესახებ განცხადება”. „Wolt-ის მომსახურების“ რეკვიზიტები პერსონალურია (თუ განსხვავებული შეთანხმება არ არსებობს „Wolt-სა“ და „კლიენტ ორგანიზაციას“ შორის). „მომხმარებელმა“ უნდა უზრუნველყოს, რომ მომხმარებლის ანგარიშის რეკვიზიტები და შესაბამისი ინფორმაცია, რომელიც საჭიროა „მომხმარებლის“ ან „კლიენტი ორგანიზაციის“ ანგარიშზე წვდომის მოსაპოვებლად, დარჩეს კონფიდენციალურად და გამოყენებული იქნას უსაფრთხო გზით, რომელიც არაა ხელმისაწვდომი მესამე პირებისთვის. „მომხმარებელს“ შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ ერთი მომხმარებლის ანგარიში. თუ გსურთ ანგარიშის წაშლა, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ზემოთ მოცემული საკონტაქტო ინფორმაციის გამოყენებით.

4.3. თუ არსებობს ეჭვი, რომ არაუფლებამოსილმა პირმა გაიგო „მომხმარებლის“ ანგარიშის რეკვიზიტები ან აქვს წვდომა „მომხმარებლის“ ანგარიშზე, „მომხმარებელმა“ დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს ამის შესახებ Wolt-ს. „მომხმარებელი“ პასუხისმგებელია “Wolt-ის მომსახურების“ ნებისმიერი სახით გამოყენებისთვის და ნებისმიერი ქმედებისთვის, რომელიც განხორციელდება „მომხმარებლის“ ანგარიშიდან.

4.4. „Wolt-ის მომსახურებით“ სარგებლობისათვის თქვენ უნდა წარუდგინოთ მოქმედი საკრედიტო ბარათის ან გადახდის სხვა საშუალების შესახებ ინფორმაცია Wolt-ს. Wolt-ი არ ინახავს თქვენი გადახდის დოკუმენტის შესახებ ინფორმაციას, რადგან ამას ახორციელებს მესამე პირი – გადახდის მომსახურების პროვაიდერი, რომელსაც იყენებს Wolt-ი. თქვენ აცხადებთ თანხმობას, რომ გადაიხდით ყველა იმ შესყიდვის საფასურს, რომლებიც “Wolt-ის მომსახურებით“ სარგებლობისთვის დაგეკისრათ, გარდა იმ შესყიდვებისა, რომლებიც განხორციელდა „ფუნქცია - Wolt-ი სამსახურში“–ს საშუალებით „კლიენტი ორგანიზაციის“ ხარჯზე. თქვენ უნდა განაახლოთ საკრედიტო ბარათისა და გადახდასთან დაკავშირებული სხვა ინფორმაცია, რომელიც ატვირთეთ თქვენს მომხმარებლის ანგარიშში.

5. ანგარიშსწორება

5.1. „მომხმარებელი“ ან „ანგარიში – Wolt-ი სამსახურში“–ს შემთხვევაში – „კლიენტი ორგანიზაცია“ იხდის ნასყიდობის საფასურს, რომელიც მითითებულია „შეკვეთაში“, „Wolt-ის მომსახურების“ შესაბამისი ანგარიშსწორების ფუნქციის გამოყენებით. „Wolt-ი“ „პარტნიორის“ სახელით იღებს ყველა გადახდას „მომხმარებლებისა“ და „კლიენტი ორგანიზაციებისაგან“. თუ „შეკვეთა“ განხორციელებულია „ფუნქცია – Wolt-ი სამსახურში“–ს გამოყენებით, „მომხმარებელი“ ადასტურებს გადახდას „კლიენტი ორგანიზაციის“ სახელით „ფუნქცია – Wolt-ი სამსახურში“–ს საშუალებით. „მომხმარებლის“ ან „კლიენტი ორგანიზაციის“ გადახდის ვალდებულება წარმოიშობა „Wolt-ის მომსახურების“ გამოყენებით „შეკვეთის“ განთავსებისთანავე.

5.2. „მომხმარებელმა“ შეიძლება შეასრულოს ეს გადახდის ვალდებულება მხოლოდ „Wolt-ის მომსახურებით“ გათვალისწინებული ონლაინ გადახდის მეთოდის საშუალებით. როდესაც „მომხმარებელი“ ან „ანგარიში – Wolt-ი სამსახურში“–ს შემთხვევაში – „კლიენტი ორგანიზაცია“ გადაუხდის ნასყიდობის საფასურს Wolt-ს, „მომხმარებელი“ ან „კლიენტი ორგანიზაცია“ ამით ასრულებს გადახდის ვალდებულებას „პარტნიორის“ წინაშე.

5.3. გადახდა ავტომატურად განხორციელდება „მომხმარებლის“ საკრედიტო ბარათიდან, ან „კლიენტი ორგანიზაციისთვის“ განკუთვნილი „ფუნქცია – Wolt-ი სამსახურში“–ს საშუალებით, „შეკვეთის“ მიწოდებისას. Wolt-ი უფლებამოსილია „პარტნიორის“ სახელით განახორციელოს „მომხმარებლის“ საკრედიტო ბარათზე ან „კლიენტი ორგანიზაციის“ „ფუნქცია – Wolt-ი სამსახურში“–ს საშუალებით თანხის ავტორიზებული დაკავება როგორც კი „შეკვეთა“ განთავსდება „Wolt-ის მომსახურების“ გამოყენებით. Wolt-ი იყენებს მესამე პირს – გადახდის მომსახურების პროვაიდერს – ანგარიშსწორების განხორციელებისათვის. 

5.4 ნაღდი ანგარიშსწორება წარმოადგენს გადახდის დამატებით საშუალებას, რომელიც ხელმისაწვდომია საქართველოში. თანხის დაბრუნება ნაღდი ანგარიშსწორებით შეკვეთების დროს: თანხის დაბრუნება ნაღდი ანგარიშსწორებით შეკვეთებისას მოხდება Wolt -ის კრედიტების სახით ან სხვა შესაბამისი მეთოდის გამოყენებით. მომხმარებლის გამოუცხადებლობა ნაღდი ანგარიშსწორებით შეკვეთების დროს: იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი, რომელმაც გააკეთა ნაღდი ანგარიშსწორებით შეკვეთა, არ იმყოფება მიტანისთვის შეთანხმებულ ადგილას ან არ გამოცხადდება 5 წუთის შემდეგ, Wolt -ის  მომხმარებელთა დახმარების განყოფილება დაუკავშირდება მომხმარებელს და შეუთანხმდება გადახდის შესაბამის ფორმაზე. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელთა დახმარების განყოფილება ვერ შეძლებს მომხმარებელთან დაკავშირებას გამოუცხადებლობიდან 24 საათის განმავლობაში, Wolt-ი მიიღებს შესაბამის ზომებს, რომელიც შესაძლოა მოიცავდეს მომხმარებლისთვის ნაღდი ანგარიშსწორებით გადახდის შესაძლებლობის ჩამორთმევას ან აღნიშნული მომხმარებლის ანგარიშის გაუქმებას, რის შედეგადაც მომხმარებელი ვეღარ შეძლებს შემდეგი შეკვეთების განხორციელებას.

6. „Wolt-ის“ შეღავათები და პრივილეგიები

6.1. „Wolt-ის მომსახურების“ „მომხმარებლებს“ შეუძლიათ მიიღონ Wolt-ის შეღავათები ან პრივილეგიები, მაგალითად, „Wolt-ის მომსახურებაში“ გაწევრიანებისათვის ახალი მომხმარებლების მოწვევით. „მომხმარებელს“ შეუძლია გამოიყენოს „Wolt-ის შეღავათები და პრივილეგიები“ „Wolt-ის მომსახურებით“ შესყიდვისას ფასდაკლების მისაღებად. 

6.2. Wolt-ს შეუძლია ცალმხრივად განსაზღვროს „Wolt-ის შეღავათებისა და პრივილეგიების“ მინიჭების, გამოყენებისა და მოქმედების პირობები.

6.3. რეგისტრაციასთან დაკავშირებული ნებისმიერი ბონუსის სახით მიღებული შეღავათებისა და პრივილეგიების გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ერთხელ.

6.4. „Wolt-ის შეღავათები და პრივილეგიები“ არ შეიძლება გადაიცვალოს ნაღდ ფულში.

6.5. „Wolt-ის შეღავათები და პრივილეგიები“ გაუქმდება, თუ Wolt-ი დააფიქსირებს „Wolt-ის შეღავათებისა და პრივილეგიების“ ბოროტად გამოყენების შემთხვევას ან გაუჩნდება ეჭვი ან აღმოაჩენს, რომ „Wolt-ის შეღავათები ან პრივილეგიები“ მინიჭებული იქნა არასწორი საფუძვლით. ასეთ შემთხვევებში, Wolt-მა უნდა გამოწეროს ანგარიშ-ფაქტურა იმ ოდენობის თანხაზე, რომელიც გადახდილი იქნა ასეთი „Wolt-ის შეღავათებისა და პრივილეგიების“ გამოყენებით. 

7. „შეკვეთის“ მიწოდება

7.1. თუ „მომხმარებელი“ „Wolt-ის მომსახურების“ საშუალებით ითხოვს „შეკვეთის“ მიწოდებას, „შეკვეთა“ მიწოდებული იქნება იმ მისამართზე, რომელიც მითითებულია „მომხმარებლის“ მიერ „Wolt-ის მომსახურებაში“. „მომხმარებელს“ ასევე მოეთხოვება „Wolt -ის მომსახურებაში“ მიუთითოს ქუჩის მისამართი. “კლიენტი” ერთპიროვნულად არის პასუხისმგებელი სწორი ინფორმაციისა და მითითებების მიცემაზე “Wolt -ის მომსახურებით“ განხორციელებული შეკვეთების მიწოდებისთვის. „კლიენტს“ ან „კლიენტ ორგანიზაციას“ მიწოდების სერვისით უზრუნველყოფს „პარტნიორი“. კონკრეტული „პარტნიორებისაგან“ საკვები პროდუქტების შეძენასთან დაკავშირებით: Wolt-ი უზრუნველყოფს „მომხმარებლისთვის“ ან „კლიენტი ორგანიზაციისთვის“ მიწოდების სერვისს.

7.2  „Wolt -ის მომსახურების” გამოყენებისას, შესაძლოა დადგენილი იყოს შეკვეთის მინიმალური ღირებულება, რის თაობაზეც გეცნობებათ „Wolt -ის მომსახურებით” შეკვეთის განხორციელებამდე. თუ შეკვეთა არ აკმაყოფილებს შეკვეთის მინიმალური ღირებულების შესახებ მოთხოვნას, თქვენ გექნებათ შესაძლებლობა, დაფაროთ სხვაობა, რათა დაკმაყოფილდეს მინიმალური ღირებულების შესახებ მოთხოვნა, ან დაუმატოთ პროდუქტები თქვენს შეკვეთას.

7.3. „მომხმარებელს“ უნდა შეეძლოს ზარების მიღება იმ ტელეფონის ნომერზე, რომელიც „მომხმარებელმა“ მიუთითა „Wolt-ის მომსახურებაში“. თუ „მომხმარებლის“ მიერ მითითებულ ტელეფონის ნომერზე ვერ მოხდება დაკავშირება, მიწოდება შეიძლება გაუქმდეს „Wolt-ის“ ან „პარტნიორის“ მიერ და „მომხმარებელს“ ან „კლიენტ ორგანიზაციას“ შეიძლება დაეკისროს „შეკვეთის“  სრული ღირებულების გადახდა.

7.4. „მომხმარებელს“ შეუძლია მიუთითოს, რომ შეკვეთის მიწოდება მოხდეს რაც შეიძლება სწრაფად (მიწოდების სტანდარტული მეთოდი) ან წინასწარ შეუკვეთოს და მიუთითოს მიწოდების კონკრეტული დრო.

7.5.  მიწოდების სტანდარტული მეთოდი: „მომხმარებელი“ უნდა იმყოფებოდეს „შეკვეთაში“ მითითებულ მიწოდების მისამართზე „შეკვეთის“ გაკეთებიდან იმ დრომდე, სანამ „შეკვეთაში“ მითითებულ პროდუქციას ჩაიბარებს. თუ „მომხმარებელი“ არ იმყოფება მის მიერ მითითებულ ადგილზე შეკვეთილი პროდუქტების მიწოდებიდან ხუთი წუთის განმავლობაში და „მომხმარებელთან“ დაკავშირება ვერ ხერხდება მიმწოდებელი კურიერის მიერ დაკავშირების ორი მცდელობის შემდეგ, მიწოდება შეიძლება გაუქმდეს „Wolt-ის“ ან „პარტნიორის“ მიერ და „მომხმარებელს ან „კლიენტ ორგანიზაციას“ შეიძლება დაეკისროს „შეკვეთის“ სრული ღირებულების გადახდა.

7.6. „წინასწარი შეკვეთის“ მიწოდება: იმისათვის, რომ მიიღოს „შეკვეთა“, „მომხმარებელი“ უნდა იმყოფებოდეს მითითებულ მისამართზე დროის მონაკვეთში, რომელიც იწყება წინასწარი შეკვეთის მიწოდების დრომდე ათი წუთით ადრე და მთავრდება მიწოდების მომენტში.

8. „შეკვეთის“ წაღება „პარტნიორის“ სავაჭრო პუნქტიდან

8.1. თუ „მომხმარებელს“ არ შეუკვეთავს „შეკვეთაში“ მითითებული „პარტნიორის“ პროდუქტების მიწოდება, არამედ უნდა მათი წაღება „პარტნიორის“ სავაჭრო პუნქტიდან, პროდუქტები შეიძლება იქნას წაღებული „პარტნიორის“ იმ სავაჭრო პუნქტიდან, რომელიც „შეკვეთაში“ მიუთითა „მომხმარებელმა“. „მომხმარებელი“ მიიღებს ცალკე ელექტრონულ დასტურს, როდესაც პროდუქცია მზად იქნება წასაღებად. „პარტნიორმა“ ან „Wolt-მა“ შეიძლება განსაზღვრონ „შეკვეთაში“ მითითებული პროდუქტების წაღების დროს „მომხმარებლის“ იდენტიფიცირების პირობები.

8.2. „პარტნიორმა“ უნდა შეინახოს შეკვეთილი პროდუქტი 60 წუთის განმავლობაში მას შემდეგ, რაც „პარტნიორმა“ შეატყობინა „მომხმარებელს“, რომ შეკვეთა წასაღებად მზადაა. თუმცა, ეს ვალდებულება შეზღდუდულია კონკრეტული „პარტნიორის“ სავაჭრო პუნქტის სამუშაო საათებით და „შეკვეთა“ წაღებული უნდა იქნას „პარტნიორის“ სავაჭრო პუნქტის დახურვამდე.

9. ადგილზე მოხმარება

9.1. თუ „მომხმარებელმა“ აირჩია, რომ „შეკვეთით“ გათვალისწინებული პროდუქცია მოიხმაროს „პარტნიორის“ სავაჭრო პუნქტში, „მომხმარებელი“ მიიღებს ცალკე ელექტრონულ დასტურს იმ მოსალოდნელი დროის შესახებ, როცა პროდუქტები მზად უნდა იყოს „პარტნიორის“ სავაჭრო პუნქტში.

10. სავარაუდო დრო

10.1. მიწოდების, წაღების ან ნებისმიერი სხვა დრო, რომელიც ეცნობება „მომხმარებელს“ „პარტნიორის“ ან „Wolt-ის“ მიერ „Wolt-ის მომსახურების“ საშუალებით არის მხოლოდ სავარაუდო დრო. არ არსებობს გარანტია იმისა, რომ „შეკვეთა“ მიწოდებული იქნება ან წასაღებად ან მოხმარებისთვის მზად იქნება განსაზღვრულ დროს. პროდუქტის მიწოდების დროზე გავლენა შეიძლება მოახდინოს ისეთმა ფაქტორებმა, როგორებიცაა საგზაო საცობები, პიკის საათები და ამინდი.

11. ინტელექტურალური საკუთრების უფლებები

11.1.  „Wolt-ის მომსახურების“ ან მასთან დაკავშირებული ინტელექტუალური საკუთრების ყველა უფლება და შესაბამისი დოკუმენტაცია, ასევე ყველა ნაწილი და ასლი  უნდა იყოს მხოლოდ Wolt-ის ან/და მისი ქვეკონტრაქტორების/ლიცენზიანტების ექსკლუზიური საკუთრება. „ინტელექტუალური საკუთრების უფლებები“ გულისხმობს საავტორო და მომიჯნავე უფლებებს (მათ შორის, მონაცემთა ბაზაზე და კატალოგზე უფლებებს და ფოტოებზე უფლებებს), პატენტებს, სასარგებლო მოდელებს, დიზაინზე უფლებებს, სავაჭრო ნიშნებს, სავაჭრო სახელწოდებას, სავაჭრო საიდუმლოებას, „ნოუ ჰაუს“ და რეგისტრირებული ან არარეგისტრირებული ინტელექტუალური საკუთრების უფლებების ნებისმიერ სხვა ფორმას.

11.2. ეს „მომსახურების პირობები“ არ ანიჭებს „მომხმარებელს“ რაიმე სახის ინტელექტუალური საკუთრების უფლებებს „Wolt-ის მომსახურებაზე“ და ყველა უფლებას, რომელიც პირდაპირ არაა მითითებული ამ დოკუმენტში, ინარჩუნებს Wolt-ი და მისი ქვეკონტრაქტორები/ლიცენზიანტები.

11.3. „ეფლი“ არ არის პასუხისმგებელი რაიმე გამოძიებაზე, დაცვაზე, მორიგებაზე ან მოთხოვნის შესრულებაზე, რომელიც უკავშირდება iOS „Wolt-ის აპლიკაციის“ ან თქვენ მიერ მისი გამოყენების საშუალებით ნებისმიერი მესამე პირის ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დარღვევას.

12. „Wolt-ის მომსახურებით“ სარგებლობის დამატებითი დებულებები

12.1. „Wolt-ის მომსახურება“ ხელმისაწვდომია მხოლოდ იმ პირებისთვის, რომლებიც არიან 18 ან მეტი წლის.

12.2. „მომხმარებელმა“ უნდა დაიცვას ყველა შესაბამისი წესი და რეგულაცია, როდესაც ის სარგებლობს „Wolt-ის მომსახურებით“, მათ შორის, ალკოჰოლისა და თამბაქოს შეძენის დროს. თუ ალკოჰოლის მიწოდება დასაშვებია იმ ქვეყანაში, სადაც „მომხმარებელი“ იმყოფება, „მომხმარებელს“ შესაძლოა უარი ეთქვას ალკოჰოლური სასმელების მიწოდებაზე იმ შეთხვევაში, თუ ის ვერ შეძლებს წარუდგინოს „შეკვეთის“ მიმწოდებელ „Wolt-ის“ კურიერს პირადობის მოწმობა, რომელიც ადასტურებს, რომ „მომხმარებელი“ არის მინიმუმ 18 წლის. “მომხმარებელს” შეიძლება უარი ეთქვას ალკოჰოლური სასმელების მიწოდებაზე “მომხმარებლის” ადგილსამყოფელ ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებშიც (მაგ. თუ “მომხმარებელი” არაფხიზელ მდგომარეობაში ყოფნის ნიშნებს ავლენს). 

12.3. Wolt-ი მუდმივად ავითარებს „Wolt-ის მომსახურებას“ და შეიძლება ნაწილობრივ ან მთლიანად შეცვალოს ან ამოიღოს „Wolt-ის მომსახურების“ სხვადასხვა ნაწილი, მათ შორის ფუნქციები, პროდუქცია და „პარტნიორები“, რომლებიც ხელმისაწვდომია „Wolt-ის მომსახურების“ საშუალებით.

12.4 Wolt-ს შეუძლია, საკუთარი შეხედულებისამებრ, მოგცეთ უფლება, დროდადრო მიაწოდოთ, გამოაქვეყნოთ ან სხვაგვარად ხელმისაწვდომი გახადოთ Wolt-ისთვის „Wolt-ის მომსახურების“ მეშვეობით გარკვეული შინაარსის მქონე ინფორმაცია, მაგ. უკუკავშირი და მოთხოვნები მხარდაჭერაზე „Wolt-ის მომსახურებასთან” დაკავშირებით, ან განცხადებები კონკურსებისა და პრომო აქციების შესახებ (“მომხმარებლის შინაარსი”). თქვენს მიერ მიწოდებული ნებისმიერი “მომხმარებლის შინაარსი” რჩება თქვენს საკუთრებად. თუმცა, “მომხმარებლის შინაარსის” Wolt-ისთვის მიწოდებით, თქვენ Wolt-ს ანიჭებთ საერთაშორისო, მუდმივ, გამოუთხოვად, გადაცემად და უსასყიდლო ლიცენზიას, ქველიცენზიის უფლებით, გამოიყენოს, გაამრავლოს, შეცვალოს, შექმნას ნაწარმოები პროდუქტები, დისტრიბუცია განახორციელოს, საჯაროდ განათავსოს და სხვაგვარად გამოიყენოს, ნებისმიერი ფორმით, ამგვარი “მომხმარებლის შინაარსი”, ნებისმიერი ფორმატით და არსებული ან სამომავლო არხების გამოყენებით, თქვენთვის შეტყობინებისა და თქვენი თნხმობის გარეშე, და თქვენთვის  ან ნებისმიერი სხვა იურიდიული თუ ფიზიკური პირისთვის რაიმე გადახდის მოთხოვნის გარეშე. თქვენ აცხადებთ და გარანტიას იძლევით, რომ თქვენ უფლებამოსილი ხართ, გადასცეთ Wolt-ს ზემოაღნიშნული უფლებები და რომ ამგვარი “მომხმარებლის შინაარსი” ან მისი გამოყენება არ არის შეურაცხმყოფელი, ცილისმწამებლური, ამორალური ან საზიანო რაიმე ფორმით და არ გამოიწვევს მესამე პირთა ინტელექტუალური და ქონებრივი უფლებების, საჯაროობის ან პირადი ცხოვრების უფლების შელახვას, ბოროტად გამოყენებას ან დარღვევას, ან არ გამოიწვევს რომელიმე მოქმედი კანონის ან რეგულაციის დარღვევას.

12.5. „Wolt-ის მომსახურებით“ სარგებლობისას „მომხმარებელი“ შეიძლება წააწყდეს შინაარსს ან ინფორმაციას, რომელიც შეიძლება იყოს არასწორი, არასრული, მოძველებული, შეცდომაში შემყვანი, არალეგალური, დამამცირებელი ან სხვაგვარად საზიანო. Wolt-ი, ზოგადად, არ ამოწმებს „პარტნიორის“ მიერ მოწოდებულ ინფორმაციას. Wolt-ი, არ არის პასუხისმგებელი მესამე პირების (მათ შორის „პარტნიორების“) ინფორმაციისთვის ან ზიანისთვის, რომელიც გამოწვეულია მისი გამოყენებით ან მასზე დაყრდნობით.

12.6. „თქვენ“ ან „კლიენტი ორგანიზაცია“ პასუხისმგებელი ხართ ნებისმიერი მოწყობილობის ან აღჭურვილობის (როგორიცაა ტელეფონი) მოპოვებასა და შენარჩუნებაზე და იმ კავშირებზე, რომელიც საჭიროა „Wolt-ის მომსახურებაზე“ წვდომისა და მისი გამოყენებისათვის,  ასევე შესაბამის ხარჯებზე.

12.7. „მომხმარებელი“ ვალდებულია: (i) არ გამოიყენოს ან არ ეცადოს გამოიყენოს სხვა პირის Wolt-ის ანგარიში ან/და არ მოიპოვოს წვდომა სხვა პირის გადახდის მონაცემებზე „Wolt-ის  მომსახურების“ საშუალებით ან არ გამოიყენოს სხვა პირის გადახდის ბარათები „Wolt-ის  მომსახურებით“ სარგებლობისას, იმ პირის თანხმობის გარეშე; (ii) არ გადაიღოს ასლები, შეცვალოს ან შექმნას „Wolt-ის მომსახურებიდან“ ან ნებისმიერი მასთან დაკავშირებული ტექნოლოგიიდან ნაწარმოები ნამუშევრები; (iii) არ განახორციელოს საინჟინრო ანალიზი, დეკომპილაცია, დაშლა, გაშიფვრა ან სხვაგვარად არ ეცადოს, რომ მოიპოვოს „Wolt-ის   მომსახურების“ ან მასთან დაკავშირებული ტექნოლოგიის, ან მისი ნებისმიერი ნაწილის საწყისი კოდი;  (iv) არ წაშალოს „Wolt-ის მომსახურებაში“ შენახული ნებისმიერი საავტორო უფლების, სავაჭრო ნიშნის ან საკუთრების უფლების შემცველი ცნობები; (v) არ წაშალოს, დაფაროს ან გააბუნდოვანოს „Wolt-ის მომსახურებაში“ არსებული ნებისმიერი რეკლამა; (vi) არ შეაგროვოს, გამოიყენოს, გადაიღოს ასლები და არ გადასცეს „Wolt-ის მომსახურების“ საშუალებით მოპოვებული ნებისმიერი ინფორმაცია Wolt-ის თანხმობის გარეშე; (vii) არ გამოიყენოს ბოტები ან სხვა ავტომატიზებული საშუალებები „Wolt-ის მომსახურებით“ სარგებლობისთვის; (viii) არ შექმნას Wolt-ის ანგარიში ყალბი მონაცემების ან სხვა პირის საიდენტიფიკაციო მონაცემების გამოყენებით; ან (ix) არ შევიდეს „Wolt-ის მომსახურებაში“ სხვა საშუალებით გარდა იმ ინტერფეისებისა, რომელიც უზრუნველყოფილია Wolt-ის მიერ, როგორებიცაა „Wolt-ის აპლიკაცია“ და „Wolt-ის ვებ–გვერდი“.

12.8 თქვენ არ გაქვთ უფლება, გამოიყენოთ „Wolt-ის მომსახურება” ან მისი ნებისმიერი შინაარსი არაკომერციულის გარდა სხვა მიზნებით. მკაცრად აკრძალულია ნებისმიერი სახის ინფორმაციის მოპოვების სისტემის გამოყენება, როგორიც არის რობოტი, ობობა, ვებ მცოცავი, ინფორმაციის ამომღები პროგრამული უზრუნველყოფა, ავტომატური პროცესი და/ან მოწყობილობა, განკუთვნილი „Wolt-ის მომსახურების” ნებისმიერი ნაწილის გადაშლის, მოპოვების, გამრავლების და/ან მონიტორინგისთვის.

12.9. Wolt-ი უფლებამოსილია დაუყოვნებლივ ამოშალოს „მომხმარებელი” „Wolt-ის მომსახურებიდან” ან/და უარი თქვას ან გააუქმოს „შეკვეთები”, იმ შემთხვევაში,როდესაც „მომხმარებელი“ (i) ბოროტად იყენებს „Wolt-ის მომსახურებას“ ან ზიანს აყენებს „Wolt-ის მომსახურებას“ ან „პარტნიორს“ ან Wolt-ს ან Wolt-ის დასაქმებულებს; (ii) Wolt-ს აქვს გონივრული ეჭვი, რომ “მომხმარებლის“ მხრიდან ადგილი აქვს თაღლითობას „Wolt-ის მომსახურებით“ სარგებლობისას; (iii) „მომხმარებელი“ განათავსებს ცრუ „შეკვეთას“ (მაგალითად, არ იხდის საფასურს ან არ იმყოფება მიწოდების ან წაღების ადგილზე „შეკვეთის“ მისაღებად) ან სხვაგვარად არ ასრულებს ამ „მომსახურების პირობებით“ გათვალისწინებულ თავის ვალდებულებებს; (iv) არსებობს გონივრული ეჭვი “შეკვეთის“ სისწორესთან ან მის ნამდვილობასთან დაკავშირებით. თუ Wolt-ი გააუქმებს „შეკვეთას“, რომლის საფასურიც უკვე გადახდილია, Wolt-მა უნდა გადარიცხოს ეს თანხა მომხმარებლის იმავე ანგარიშზე ან „ანგარიში – Wolt-ი სამსახურში“–ს იმ ანგარიშზე, რომლიდანაც მოხდა გადახდა „მომხმარებლის“ მიერ.

12.10. „მომხმარებელთა“ შესახებ შეგროვებული პერსონალური მონაცემების დამმუშავებელი არის Wolt Enterprises Oy, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ეს სხვაგვარადაა განსაზღვრული. Wolt Enterprises Oy-მ უნდა დაამუშავოს „მომხმარებლისგან“ შეგროვებული ნებისმიერი პერსონალური მონაცემი „Wolt-ის კონფიდენციალურობის შესახებ განცხადების“ შესაბამისად.

12.11. „მომხმარებელი“ უნდა ემორჩილებოდეს ხელშეკრულების მესამე პირებისათვის განკუთვნილ შესაბამის პირობებს, როდესაც იყენებს „Wolt-ის აპლიკაციას“ ან „Wolt-ის მომსახურებას“.

12.12. „მომხმარებელი“ გარანტიას იძლევა, რომ (1) ის არ იმყოფება ქვეყანაში, რომელზეც აშშ–ის მთავრობის ემბარგოა დაწესებული ან რომელიც აშშ–ის მთავრობის მიერ აღიარებულია, როგორც „ტერორისტების მხარდამჭერი“ ქვეყანა; და (2) ის არ არის აშშ–ის მთავრობის  მიერ აკრძალულ ან შეზღუდულ პირთა სიაში.

13. მოქმედების ვადა და შეწყვეტა

13.1. ეს „მომსახურების პირობები“ ძალაშია, როგორც მავალდებულებელი ძალის მქონე ხელშეკრულება „Wolt-სა“ და „მომხმარებელს“ შორის შეწყვეტის შესახებ შეტყობინების მიღებამდე, სანამ „მომხმარებელი“ სარგებლობს „Wolt-ის მომსახურებით“.

13.2. „მომხმარებელს“ შეუძლია ნებისმიერ დროს შეწყვიტოს „Wolt-ის მომსახურებით“ სარგებლობა. „Wolt-ს“ შეუძლია ნებისმიერ დროს შეწყვიტოს „Wolt-ის მომსახურების“ მიწოდება დროებით ან სამუდამოდ. 

14. საჩივრები

14.1. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ „Wolt-ის მომსახურება“ შეიძლება ნებისმიერ დროს შეფერხდეს ან სამუდამოდ შეწყდეს. „Wolt-ის მომსახურება“ შეიძლება ასევე დროებით შეჩერდეს.  ნუ გამოიყენებთ „Wolt-ის მომსახურებას“ რაიმე ინფორმაციის შესანახად. მიუხედავად იმისა, რომ Wolt-ი გონივრულ ზომებს იღებს იმისთვის, რომ „Wolt-ის მომსახურება“ დროულად და შეცდომების გარეშე განხორციელდეს, Wolt-ი საკუთარ თავზე არ იღებს არანაირ ისეთ განცხადებას ან გარანტიას, რომელიც პირდაპირ არ არის გათვალისწინებული წინამდებარე პირობებში. Wolt-ი არ აკეთებს რაიმე განცხადებას ან გარანტიას „Wolt-ის მომსახურების“ ან პლატფორმის მეშვეობით მიწოდებული ნებისმიერი საქონლის ან მომსახურების საიმედოობის, დროულობის, ხარისხის ან შესაბამისობის თაობაზე, ან იმის შესახებ, რომ „Wolt-ის მომსახურება“ იქნება უწყვეტი და უშეცდომო.

14.2. “პარტნიორი“ ვალდებულია მოამზადოს „შეკვეთა“ „მომხმარებლის“ მითითებების მიხედვით და იმ ვადაში, რაც მითითებულია „Wolt-ის მომსახურებაში“. თუ „შეკვეთასთან“ (მის მიწოდებასთან) დაკავშრებით არსებობს რაიმე დეფექტი, „მომხმარებელს“ შეუძლია დაუკავშირდეს Wolt-ის მომხმარებელთა მომსახურებას, რომელიც მოქმედებს „პარტნიორის“ სახელით, support@wolt.com-ზე შიდაასააპლიკაციო მომხმარებელთა მხარდაჭერის ჩატის საშუალებით ან დაუკავშირდეს პირდაპირ „პარტნიორს“.

14.3. „პარტნიორი“ დამოუკიდებლადაა პასუხისმგებელი „შეკვეთის“ შემცველობასა და მის მომზადებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დეფექტისათვის ან „ნასყიდობის ხელშეკრულების“ შესრულებაში სხვა ხარვეზებისათვის.

14.4. „მომხმარებელმა“, რომელმაც აღმოაჩინა „ნასყიდობის ხელშეკრულების“ შესრულების ხარვეზები, დაუყოვნებლივ უნდა განაცხადოს პრეტენზია Wolt-თან ან „პარტნიორთან“, აღნიშნული ხარვეზების ნათლად აღწერით. „საცალო პროდუქტების“ შემთხვევაში დეფექტის შესახებ შეტყობინების განთავსება  უნდა მოხდეს დეფექტის აღმოჩენიდან გონივრულ ვადაში, მაგრამ ასეთი დეფექტის აღმოჩენიდან არა უმეტეს ორი თვის განმავლობაში. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ საკვები პროდუქტების ან სხვა პროდუქტების, რომლებიც მალფუჭებადია ან სწრაფად ძველდება, დეფექტის აღმოჩენის შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ დეფექტის შესახებ შეტყობინება მოხდეს დაუყოვნებლივ, დეფექტის სათანადოდ შესწავლისა და შემოწმების მიზნებისთვის. „საცალო პროდუქტების“ დეფექტის შემთხვევაში, თქვენ დაგიბრუნდებათ გადახდილი თანხა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

14.5 Wolt-ი გამორიცხავს ყოველგვარ პასუხისმგებლობას თქვენი ან მესამე მხარის მიერ მიღებული შესაძლო დანაკარგის ან ზიანისთვის, რომელიც დაკავშირებულია „Wolt-ის მომსახურების“ გამოყენებასთან, გარდა Wolt-ის განზრახვით ან უხეში გაუფრთხილებლობით მიყენებული შემთხვევებისა, ან იმ პასუხისმგებლობისა, რომელიც არ შეიძლება გამოირიცხოს ან შეიზღუდოს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად.

14.6. „ეფლი“ არ არის ვალდებული უზრუნველყოს „Wolt-ის აპლიკაციის“ ტექნიკური მომსახურება ან მხარდაჭერა. თუ რაიმე ტექნიკური მომსახურება ან მხარდაჭერაა საჭირო შესაბამისი კანონმდებლობის მიხედვით, ჩვენ, და არა „ეფლი“, ვართ ვალდებული უზრუნველვყოთ ასეთი ტექნიკური მომსახურება ან მხარდაჭერა. თუ არსებობს რაიმე გარანტია კანონის თანახმად, რომელზე უარის თქმაც არ შეიძლება, მხოლოდ ჩვენ, და არა „ეფლი“ ვართ პასუხისმგებელი ასეთ გარანტიაზე. ჩვენ, და არა „ეფლი“, ვართ პასუხისმგებელი ვუპასუხოთ „მომხმარებლის“ ან ნებისმიერი მესამე პირის პრეტენზიას iOS „Wolt-ის აპლიკაციასთან“ ან „მომხმარებლის” მიერ iOS „Wolt-ის აპლიკაციის“ ფლობას ან/და გამოყენებასთან დაკავშირებით, მათ შორის და არა მხოლოდ: (i) საქონელზე პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული პრეტენზიები; (ii) ნებისმიერი პრეტენზია იმასთან დაკავშირებით, რომ iOS “Wolt-ის აპლიკაცია“ არ შეესაბამება რომელიმე კანონის ან მარეგულირებელ მოთხოვნებს; და (iii) პრეტენზიები, რომლებიც დაკავშირებულია მომხმარებლის დაცვასთან, კონფიდენციალურობის დაცვასთან ან კანონის მსგავს მოთხოვნებთან, მათ შორის iOS „Wolt-ის აპლიკაციის მიერ“ HealthKit და HomeKit პროგრამების გამოყენებასთან.

15. გამოსაყენებელი სამართალი და დავების გადაწყვეტა

15.1. ეს „მომსახურების პირობები“ ექვემდებარება და განიმარტება ფინეთის კანონმდებლობის შესაბამისად.

15.2. თუ თქვენ ხართ მომხმარებელი, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ ვერ ჩამოგერთმევათ თქვენი ქვეყნის მომხმარებელთა სავალდებულო დაცვის კანონმდებლობით მონიჭებული უფლებები.

15.3. ამ „მომსახურების პირობებიდან“ წარმოშობილი დავები უნდა გადაწყდეს ჰელსინკის საქალაქო სასამართლოს მიერ.  თუმცა მომხმარებელს ყოველთვის აქვს უფლება მიმართოს თავისი ქვეყნის განსჯად სასამართლოს. თუ თქვენ ხართ „მომხმარებელი“, რომელიც იმყოფება ევროკავშირის ტერიტორიაზე, თქვენ და „Wolt-ს“ შეგიძლიათ გამოიყენოთ „დავების ონლაინ მოგვარების“ პლატფორმა, რომელსაც ხელმძღვანელობს ევროკავშირი დავების გადასაწყვეტად. ეს პლატფორმა ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე ec.europa.eu/odr.  თქვენ ასევე შეგიძლიათ მიმართოთ მომხმარებელთა დავების საბჭოს ან სხვა შესაბამის დაწესებულებას, სასამართლოს გარდა, თქვენს ქვეყანაში.

16. ცვლილებები

16.1. ამ „მომსახურების პირობებში“ შესაძლებელია შევიდეს ცვლილებები.

16.2. „ „მომხმარებლის მომსახურების პირობების“ მოქმედ რედაქციას შეგიძლიათ გაეცნოთ „Wolt-ის ვებ-გვერდზე“. ჩვენ არ განვახორციელებთ არსებით ცვლილებებს „მომხმარებლის მომსახურების პირობებში“ ან არ შევკვეცავთ „მომხმარებლის მომსახურების პირობებით“  გათვალისწინებულ “მომხმარებელთა” უფლებებს სათანდო შეტყობინების გარეშე. თუ „მომხმარებელი“ არ ეთანხმება „Wolt-ის“ „მომსახურების პირობების“ რომელიმე ცვლილებას, მან უნდა შეწყვიტოს „Wolt-ის მომსახურებით“ სარგებლობა.

17. უფლების გადაცემა

17.1. „Wolt-ი“ უფლებამოსილია წინამდებარე დოკუმენტით გათვალისწინებული თავისი ყველა და ნებისმიერი უფლება ან ვალდებულება სრულად ან ნაწილობრივ გადასცეს შვილობილ კომპანიას ან უფლებამონაცვლეს ან მისი „Wolt-ის მომსახურებასთან“ დაკავშირებული ბიზნეს აქტივების შემძენს ან შემსყიდველს „მომხმარებლის“ წინასწარი თანხმობის გარეშე.

17.2. „მომხმარებელი“ არ არის უფლებამოსილი წინამდებარე დოკუმენტით გათვალისწინებული თავისი რომელიმე უფლება ან ვალდებულება გადასცეს ვინმეს სრულად ან ნაწილობრივ.

****** განახლების თარიღი 20 იანვარი, 2020

Guidelines for Partners