ყველა პროდუქტი
სულაკაურის გამომცემლობის სერია „მოსწავლის ბიბლიოთეკა“ 100-ზე მეტ წიგნს აერთიანებს და განკუთვნილია იმ ბავშვებისთვის, რომელთაც უკვე იციან კითხვა. „მოსწავლის ბიბლიოთეკა“ ეხმარება მოსწავლეებს მკითხველებად ჩამოყალიბებაში, მშობლებს – შვილებისათვის ასაკის შესაბამისი ლიტერატურის შერჩევაში, პედაგოგებს კი მოსწავლეთათვის კლასგარეშე საკითხავის ეტაპობრივად მიწოდებაში. სერია დაყოფილია ხუთ ასაკობრივ კატეგორიად: 6 წლიდან, 7-8 წლიდან, 9-10 წლიდან, 11-12 წლიდან და 13-14 წლიდან. თითოეული კატეგორია ასაკის შესაფერისი თემატიკისა და სირთულის ტექსტებს ართიანებს.